მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა - წლიური ზრდა 19%-ია
ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა - წლიური ზრდა 19%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა - წლიური ზრდა 19%-ია

BM.GE30 ივნისი, 2026, 14:24|bm.ge

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 2026 წლის მაისის მდგომარეობით 3.04 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 497 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პროცენტულად კი დაკრედიტების ზრდა 19.5%-ია.

ამ მაჩვენებლით ენერგეტიკის სექტორმა დარგებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც ტურიზმის სექტორს გადაასწრო. ამასთან, ენერგეტიკის სექტორი მთლიანად ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებელს ასწრებს რაც 12%-ს შეადგენს.

ენერგეტიკის სექტორში დაკრედიტების მატება დაკავშირებულია როგორც მცირე ჰესების პროექტების დაკრედიტებასთან, ასევე საქართველოში უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებულ ქარის და მზის ელექტროსადგურების პროექტებთან.

ამასთან, როგორც სების სტატისტიკიდან ირკვევა ენერგეტიკის სექტორი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა - 2026 წლის მაისის მდგომარეობით, ენერგეტიკაზე გაცემული 3.04 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელიდან ვადაგადაცილებულია მხოლოდ 0.2 მლნ ლარის სესხები, რაც 0.01%-ს შეადგენს. შედარებისთვის მთლიანად ბიზნესსესხებში ვადაგადაცილება 2.25%-ია, რაც ორასჯერ მეტია, ვიდრე უშუალოდ ენერგეტიკის სექტორის ვადაგადაცილებული კრედიტების წილი.

2026 წლის მაისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:

# სექტორი სასესხო პორტფელი 2026 წლის მაისის მდგომარეობით - ლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 უძრავი ქონების დეველოპმენტი 4.96 მილიარდი ლარი; 18% 2 სერვისი 4.48 მილიარდი ლარი; 15% 3 უძრავი ქონების მენეჯმენტი 4.17 მილიარდი ლარი; 20% 4 სოფლის მეურნეობის სექტორი 3.77 მილიარდი ლარი; 11% 5 ენერგეტიკა 3.04 მილიარდი ლარი; 19% 6 სასტუმროები და ტურიზმი 2.94 მილიარდი ლარი; -8% 7 სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2.85 მილიარდი ლარი; 21% 8 ვაჭრობა (სხვა) 2.14 მილიარდი ლარი; -4% 9 სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2.09 მილიარდი ლარი; -3% 10 სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1.91 მილიარდი ლარი; 2% 11 საფინანსო ინსტიტუტები 1.51 მილიარდი ლარი; 54% 12 სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1.22 მილიარდი ლარი; 24% 13 ჯანდაცვა 1.04 მილიარდი ლარი; -26% 14 რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 991 მილიონი ლარი; 9% 15 ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 989 მილიონი ლარი; 28% 16 წარმოება (სხვა) 961 მილიონი ლარი; 7% 17 მათ შორის: ექსპორტიორები 874 მილიონი ლარი; 25% 18 მძიმე მრეწველობა 791 მილიონი ლარი; -1% 19 ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 790 მილიონი ლარი; 7% 20 სხვა 670 მილიონი ლარი; 90% 21 ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 629 მილიონი ლარი; -9% 22 ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 516 მილიონი ლარი; 334% 23 ავტომობილების დილერები 309 მილიონი ლარი; 10% 24 ტელეკომუნიკაცია 294 მილიონი ლარი; -7% 25 საბითუმო ლომბარდი 288 მილიონი ლარი; 13% 26 ფარმაცევტიკა 259 მილიონი ლარი; 39% 27 სახელმწიფო ორგანიზაციები 44 მილიონი ლარი; 16%

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაყიდვები, ფინანსები... - მარტ-მაისში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები 20 327-მდე გაიზარდა

გაყიდვები, ფინანსები... - მარტ-მაისში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები 20 327-მდე გაიზარდა

BM.GE

რუსეთი საწვავის იმპორტზე სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთი საწვავის იმპორტზე სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

BM.GE

ბანკებმა სებ-ის სარეზოლუციო ფონდში ₾39 მილიონი შეიტანეს - თანხის გამოყენება საბანკო კრიზისის შემთხვევაში მოხდება

ბანკებმა სებ-ის სარეზოლუციო ფონდში ₾39 მილიონი შეიტანეს - თანხის გამოყენება საბანკო კრიზისის შემთხვევაში მოხდება

BM.GE

მონაკოში უკრაინელი ოლიგარქი ოჯახთან ერთად ააფეთქეს

მონაკოში უკრაინელი ოლიგარქი ოჯახთან ერთად ააფეთქეს

BM.GE