მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაყიდვები, ფინანსები... - მარტ-მაისში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები 20 327-მდე გაიზარდა
გაყიდვები, ფინანსები... - მარტ-მაისში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები 20 327-მდე გაიზარდა

გაყიდვები, ფინანსები... - მარტ-მაისში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიები 20 327-მდე გაიზარდა

BM.GE30 ივნისი, 2026, 15:22|bm.ge

მარტ-მაისში jobs.ge-ზე 20,327 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურად 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა

• გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 5,373 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.1%-ით მეტია; • ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში 4,302 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტია; • ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში 4,677 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.3%-ით მეტია.

რაც შეეხება მხოლოდ მაისში გამოქვეყნებულ ვაკანსიებს, ამ პერიოდში Jobs.ge-ზე 7,306 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 17.2%-ით, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით მხოლოდ 0.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია;

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, თვის ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა (+21.8%), ხოლო ყველაზე მცირე ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (+12%).

წლიურ ჭრილში კი ყველაზე დიდი ზრდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში დაფიქსირდა (+9.3%), ხოლო ყველაზე დიდი კლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-12.6%).

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის ბიზნესწრეებში პანიკაა - WP

რუსეთის ბიზნესწრეებში პანიკაა - WP

BM.GE

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.8%-მდე შემცირდა - ეროვნული ბანკი

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.8%-მდე შემცირდა - ეროვნული ბანკი

BM.GE

საქართველოს პარლამენტმა PABSEC-ის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა

საქართველოს პარლამენტმა PABSEC-ის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა

BM.GE

კუშნერი და უიტკოფი კატარში ჩავიდნენ, თუმცა ირანთან პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება

კუშნერი და უიტკოფი კატარში ჩავიდნენ, თუმცა ირანთან პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება

BM.GE