მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა
ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

BM.GE22 ივნისი, 2026, 18:30|bm.ge

დღეს, “უსაფრთხოების აკადემიაში” „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განახლებადი ენერგიების მიმართულებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო - განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

მსგავსი ფორმატის პლატფორმის შექმნის იდეა ბიზნესიდან მოდის. როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, აქამდე ბიზნესსექტორს თავად უწევდა ისეთი კადრების დაქირავება, რომელთა მომზადებასა და განვითარებაში დამატებითი ინვესტიციის, დროისა და ენერგიის ჩადება იყო საჭირო. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ბიზნესსა და საგანმანათლებლო სტრუქტურებს (კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს) შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყება.

„ბიზნესმა ვერ პოვა განვითარება საკადრო თვალსაზრისით. მათ თვითონ უწევდათ, რომ დაექირავებინათ ისეთი კადრები, რომლის გაზრდაშიც ახორციელებდნენ თავად ინვესტიციას, რაც მოითხოვდა დამატებით დროს, ფინანსებს, ენერგიას და ა.შ, ამიტომ ბიზნესის მხრიდან სავსებით მისასალმებელია ინიციატივა, რომელიც მოდის საგანმანათლებლო სტრუქტურებიდან - აქ არის საუბარი კოლეჯებზე, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებზეც - იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ადეკვატური სამუშაო ფორმატი, სადაც ბიზნესი კონკრეტულად გაუსვამს ხაზს, რისი საჭიროება გააჩნია, რომელი მიმართულებით სჭირდებათ მათ განსაკუთრებით ენერგეტიკაში სხვადასხვა ტიპის კადრები, რაზედაც პასუხი უნდა გასცეს შემდეგ უკვე განათლების სექტორმა. აქ არის საუბარი მოკლევადიან კურსებზე, ეს არის მომზადება-გადამზადება და მათ შორის, ბუნებრივია, კვალიფიკაციის ამაღლება დაინტერესებული პირებისთვის.

ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ ჰიდროენერგეტიკა იქნება ეს, მზის განვითარება თუ ქარის მიმართულება - ყველა ჭრილში არის საჭიროება ახალი კადრების. განსაკუთრებით ეს საჭიროება საბოლოო ჯამში გამოიკვეთა ქართან მიმართებით, ვინაიდან ეს არის ახალი მიმართულება. ჰიდროენერგეტიკაში გვაქვს გამოცდილება, მაგრამ კადრები გარკვეულწილად განიცდიან დაბერებას და ამას ვეჯახებით. რაც შეეხება მზეს, ამ მიმართულებით GREDA მუშაობს უკვე ბოლო სამი წელია, თუმცა მოთხოვნა მზარდია და ბუნებრივია საკადრო პოლიტიკაც ამ მიმართულებით დასახვეწია, ამიტომ ამას ემსახურება სწორედაც ეს პლატფორმა - პასუხი საჭიროებებზე”, - აცხადება მაია მელიქიძე.

პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ აერთიანებს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საერთო მიზნის გარშემო - განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაახლოებისა და სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. ღონისძიების მთავარი მიზანია თანამშრომლობის ახალი ფორმატების ჩამოყალიბება, ინოვაციური იდეებისა და ერთობლივი ინიციატივების გენერირება, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სექტორის რეალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებას.

პლატფორმა „ბიზნესი განათლებისთვის“ ქმნის სივრცეს დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის და იმ საერთო იდეების შემუშავებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც განათლების სისტემის, ისე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 74%-ით გაიზარდა

თბილისში, უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა 74%-ით გაიზარდა

BM.GE

პროექტ Grand Millennium Kobuleti-ს ფარგლებში KBK Development-მა და ნატახტარის აეროპორტმა მემორანდუმი გააფორმეს

პროექტ Grand Millennium Kobuleti-ს ფარგლებში KBK Development-მა და ნატახტარის აეროპორტმა მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

BM.GE

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

BM.GE