მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკულ ქსელზე დაშვებისას ადგილი აქვს საფასო დისკრიმინაციას - ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია
ენერგეტიკულ ქსელზე დაშვებისას ადგილი აქვს საფასო დისკრიმინაციას - ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია

ენერგეტიკულ ქსელზე დაშვებისას ადგილი აქვს საფასო დისკრიმინაციას - ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 23:00|bm.ge

ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დაშვების ტარიფების გათანაბრებას ითხოვს. როგორც უჩა სეთური განმარტავს, ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებით, ტელეკომოპერატორებს არასატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტირაზე დაშვების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ენერგოკომპანიების მხრიდან ადგილი აქვს საფასო დისკრიმინაციას და კომპანიებს შორის უთანასწორობას, რაც მცირე ოპერატორებს არაკონკურენტულ სიტუაციაში ამყოფებთ.

“ჩვენი აზრით, ენერგეტიკულ ბოძებზე დაშვების ნაწილში ადგილი აქვს არა მარტო საფასო დისკრიმინაციას და გარკვეულ განსხვავებებს, ასევე საკმაოდ ბევრი კითხვები არის ფასებთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვესმის, რომ ვერ მოერგება ტელეკომ სექტორს ყველა სხვა სექტორის ინტერესები, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულებით დიალოგის დაწყება უბრალოდ აუცილებელი და გარდაუვალია.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გაიხსნას დიალოგი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ დაშვება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ახალი კანონით ჩვენ მოგვეცა არა ტელეკომ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის კაბელების განთავსების, კაბელების ჩადების უფლება და ეს ძალიან კარგია, თუმცა სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დიდი მასშტაბები ვისაც აქვს - [ჩვენი ინფორმაციით, თუმცა ეს მონაცემებიც არ გვაქვს ჩვენ ხელში, რომ მტკიცებულებები გქონდეს ] - მათ განსხვავებული ფასები აქვთ, ხელშეკრულება ადრე დაიდო, ჩვენგან განსხვავებით.

მინიმუმ უნდა მოხდეს ამ უთანასწორობის აღმოფხვრა, იმიტომ რომ ჩვენ კონკურენციაში ვართ საცალო ბაზარზე და საცალო ბაზარზე გვაქვს საკმაოდ ხშირად, რეგიონების მიხედვით, მათ შორის დაბალი ფასები და ჩვენი აზრით, დემპინგური ფასები. დისკრიმინაცია რომ აღმოიფხვრას, მინიმუმ საჭიროა, რომ ამაზე დავიწყოთ დიალოგი, რომ ფასები გათანაბრდეს.

შეიძლება კითხვები იყოს ფასებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ მიმართულების სენსიტიურობიდან და სოციალური შინაარსიდან გამომდინარე, მიეცა მარეგულირებელ კომისიას, ოღონდ ტელეკომუნიკაციების, ტარიფების დათვლის, მათ შორის შეფასების უფლება. სარეკომენდაციოდ მაინც რომ ვიცოდეთ, თუ რამდენი არის ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფი, რომ ვიცოდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ წავიყვანოთ ჩვენი საფასო პოლიტიკა, როგორ განვვითარდეთ და რა რისკები გველოდება და რაც მთავარია, თამაშის თანაბარი პირობები არსებობდეს. ამ კუთხით გვინდა, რომ დიალოგი დაიწყოს და ამაზე დისკუსია გაიხსნას ძალიან მაღალ დონეზე”, - აცხადებს “საქმის კურსთან” ინტერვიუში უჩა სეთური.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE

დაზღვეული დეპოზიტების ზედა ზღვარი 2-ჯერ, 100 000 ლარამდე იზრდება

დაზღვეული დეპოზიტების ზედა ზღვარი 2-ჯერ, 100 000 ლარამდე იზრდება

BM.GE

აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggart

აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება ყველა სეგმენტში შემცირდა - Galt & Taggart

BM.GE

პოლონეთი მზად არის, Patriot-ის რაკეტების ქარხანა მის ტერიტორიაზე გაიხსნას

პოლონეთი მზად არის, Patriot-ის რაკეტების ქარხანა მის ტერიტორიაზე გაიხსნას

BM.GE