მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში არ მუშაობს – პროცესები სამიზნე მოდელის შესაბამისად მიმდინარეობს | ირაკლი გალდავა
ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში არ მუშაობს – პროცესები სამიზნე მოდელის შესაბამისად მიმდინარეობს | ირაკლი გალდავა

ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში არ მუშაობს – პროცესები სამიზნე მოდელის შესაბამისად მიმდინარეობს | ირაკლი გალდავა

BM.GE22 მაისი, 2026, 14:32|bm.ge

ენერგეტიკული ბირჟის დღეს არსებული მოდელი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საათობრივ ვაჭრობაში ჩაერთონ და ახალი სტრატეგიები ჩამოაყალიბონ - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი ირაკლი გალდავა საუბრობს.

კითხვაზე, თუ რამდენად წარმატებულია ბირჟის მუშაობა სატესტო რეჟიმში, გალდავამ აცხადებს, რომ ტერმინი „სატესტო“ არაზუსტია, რადგან ბირჟა ოპერაციულად ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ეს სრული ამოქმედების შემდეგ მოხდება.

„ბირჟა არ არის სატესტო რეჟიმში. ბირჟა მუშაობს ისე, როგორც იმუშავებს სამიზნე მოდელში. უბრალოდ ბირჟა მოქმედებს იმ არსებული მოდელის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს. ყოველდღიური დაბალანსება და ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივად. შესაბამისად, ეს მოცემულობა მონაწილეებს უკვე განსხვავებული სტრატეგიების ჩამოყალიბებისკენ და განსხვავებული მოტივაციისკენ უბიძგებს, რაც აისახება კიდეც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაზე“, - ამბობს ირაკლი გალდავა BMG-სთან.

მისივე თქმით, მთავარი განსხვავება დღეს მხოლოდ მონაწილეთა წრეში და საბალანსო ბაზრის არარსებობაშია. როგორც გალდავა განმარტავს, სწორედ ეს ნაწილია გადავადებული და არა თავად ბირჟის საოპერაციო პროცესები.

„ამოქმედება გადადებული არის საბალანსო ბაზრის, საათობრივი დაბალანსების, თუმცა ბირჟა მუშაობს ისე, როგორც იმუშავებს სამიზნე მოდელში. ფასი ითვლება და შედეგები ფასდება ზუსტად ისე, როგორც ეს სამიზნე მოდელში იქნება. ამ მხრივ, ბირჟა საოპერაციო ნაწილში და მონაწილეები ვაჭრობის კუთხით მუშაობენ ისე, როგორც ეს მომავალში იქნება“, - ამბობს ირაკლი გალდავა.

მისივე თქმით, ბაზრის სამიზნე მოდელი სამ ძირითად სვეტს ეყრდნობა - საათობრივი დაბალანსება, საბალანსო ბაზარი და ბირჟა. რაც შეეხება კერძო სექტორში არსებულ კამათს იმპორტირებული ენერგიის დაშვებაზე, გალდავა მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია: „ვის ექნება ვაჭრობის უფლება, ვინ როგორ ივაჭრებს - ეს უკვე არის სპეციფიკა, რომელიც, შეიძლება გადაწყდეს პოლიტიკის განმსაზღვრელების მიერ სხვადასხვა ვარიანტის შესაბამისად.“

რაც შეეხება საკითხს, რომლის თანახმადაც, ენერგეტიკული ბაზრის სრული გახსნის თარიღად ამჟამად, 2027 წლის 1-ელი ივლისი მოიაზრება, არაერთგზის გადავადებული ვადების ფონზე, გალდავა პროგნოზების გაკეთებისას ფრთხილობს.

„იცით, რომ ეს რამდენჯერმე გადავადდა, შესაბამისად, რთულია ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით, რაიმე დაჯერებით ვთქვათ“, - ამბობს გალდავა.

ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების ხელშეწყობის ფარგლებში, დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“, რომლის მიზანია ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზრებზე უზრუნველყოფს გამჭვირვალე და საინვესტიციო გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს ორგანიზებული ბაზრების, მათ შორის, დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების ჩამოყალიბებას.

ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ, ბოლო გადავადებით, 2027 წლის 1 ივლისამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში, დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტები ივაჭრება, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE