მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს
ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 16:53|bm.ge

ენერგოომბუდსმენმა ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმის შესწავლა დაიწყო, - ნათქვამია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ენერგოომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, რომ ბინაში, სადაც 19 ნოემბერს აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა.

bm.ge ომბუდსმენის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საკითხის შესწავლა.

კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.

ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი — ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლასა და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში".

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარმა აფეთქებამ კორპუსის ნაწილი ჩამოანგრია. შემთხვევამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის - 2 მცირეწლოვანი ბავშვის; კიდევ 5 დაშავებული მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში 150-მდე მაშველი მუშაობდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან სასტუმროებში 28 ოჯახს, ჯამში დაახლოებით 143 ადამიანს გადაიყვანენ. თავდაპირველად თბილისის მერია კორპუსის 90 ოჯახის დროებით განთავსებას გეგმავდა, თუმცა შენობის მდგრადობის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საცხოვრებლად უვარგისია მხოლოდ ორი სადარბაზო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ | პრემიერი

ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ | პრემიერი

BM.GE