მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის რამდენი პროცენტი მიიღო აფხაზეთმა 2025 წელს?
ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის რამდენი პროცენტი მიიღო აფხაზეთმა 2025 წელს?

ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის რამდენი პროცენტი მიიღო აფხაზეთმა 2025 წელს?

BM.GE10 ივნისი, 2026, 14:51|bm.ge

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ენერგეტიკული ბალანსი აჩვენებს, რომ 2025 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურჰესიდან და ვარდნილჰესების კასკადიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 43% მიიღო.

კერძოდ, სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ენგურჰესმა და ვარდნილჰესების კასკადმა შარშან ჯამში თითქმის 4.1 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, საიდანაც დაახლოებით 1.76 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა.

შარშან აფხაზეთის ჯამური მოხმარება 2.48 მლრდ კვტ.სთ-ს შეადგენდა. აქედან 724 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იყო, დანარჩენი კი ენგური-ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული. ეს 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმების საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის. ეს განაწილება იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების ღირებულების მიხედვით მოხდა.

რუსეთიდან იმპორტირებულ დენში 11 მლნ დოლარზე მეტია გადახდილი, საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ინფორმაციით, რუსეთიდან აფხაზეთისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება.

ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი მოხმარება აფხაზეთში 2022 წელს იყო და 3 მლრდ კვტ.სთ-ს აჭარბებდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგია ბოლო ხუთ წელში:

• 2025 წელი - 2.48 მლრდ კვტ.სთ • 2024 წელი - 2.55 მლრდ კვტ.სთ • 2023 წელი - 2.70 მლრდ კვტ.სთ • 2022 წელი - 3.02 მლრდ კვტ.სთ • 2021 წელი - 2.95 მლრდ კვტ.სთ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებიიმედი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთანრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

BM.GE

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE