მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები
სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

BM.GE31 ივლისი, 2026, 17:33|bm.ge

თბილისში, იუმაშევის ქუჩა N13-ის მიმდებარედ 7586 კვ.მ. სახელმწიფო ქონება აუქციონზე იყიდება.

კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასაყიდად 2 071 000 საწყისი ფასით არის გამოტანილი. ბიჯის ოდენობა 5 000 ლარია, ხოლო 207 100 ლარი.

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს თბილისის აეროდრომის დაცვის არეში. ამიტომ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება იმ შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე საშუალო ზღვის დონიდან აღემატება აეროდრომის რაიონის შეზღუდვის არეალისდადგენილ სიმაღლეებს. ამასთან, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს, შესაბამისად მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ნებისმიერი სამშენებლო პროექტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“. მიწის ნაკვეთი ასევე ხვდება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური XI-B ბლოკის სალიცენზიო ტერიტორიის არეალში.

ქონება იყიდება იმ პირობით, რომ ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფილი იქნება შეუფერხებლად აწარმოოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები სახელშეკრულებო ფართობზე. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი ხვდება სანიაღვრე შეზღუდვის არეალში.

აუქციონი 30 ივლისს დაიწყო და 13 აგვისტოს სრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

BM.GE

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

"მსგავსი სქემა მაღალი რისკის შემცველია" - სებ-ი მოსახლეობას გახშირებულ ციფრულ პირამიდულ სქემებზე აფრთხილებს

BM.GE