მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძეში და მიმდებარე ტერიტორიაზე კვლევის ჩატარებაზე ₾3.6 მლნ დაიხარჯება
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძეში და მიმდებარე ტერიტორიაზე კვლევის ჩატარებაზე ₾3.6 მლნ დაიხარჯება

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძეში და მიმდებარე ტერიტორიაზე კვლევის ჩატარებაზე ₾3.6 მლნ დაიხარჯება

BM.GE11 ივნისი, 2026, 03:55|bm.ge

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძეში და მიმდებარე ტერიტორიაზე კვლევის ჩატარებაზე 3.6 მლნ ლარი [3 603 600 ლარი] დაიხარჯება.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძეში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი 2D სეისმური კვლევებისა და გეოფიზიკური ანალიზის ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

"ტენდერის ძირითადი მიზანია 2D სეისმური კვლევის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ფუძის განსაზღვრულ საკვლევ არეალში მაღალი სიზუსტის გეოლოგიური რღვევების სურათების მიღებას და მიწისქვეშა პირობების დახასიათებას. კვლევა მიზნად ისახავს დეტალური გეოფიზიკური მონაცემების მიღებას, რომლებიც აუცილებელია ფუძის სეისმურ რეაქციაზე მოქმედი ძირითადი სტრუქტურული მახასიათებლების იდენტიფიცირებისა და ანალიზისთვის, ასევე ფუძის პიკური აჩქარების (PGA) დასადგენად. სამუშაოს ძირითად სფეროს წარმოადგენს 2D სეისმური მონაცემების მიღება.

დამხმარე აქტივობები მოიცავს სეისმური მონაცემების დამუშავებასა და ინტერპრეტაციას, ასევე ჰელიუმის კვლევის სერვისებს, რაც შეავსებს სეისმურ მონაცემებს და ხელს შეუწყობს ფუძის გეოლოგიური სტრუქტურის უფრო სანდო და ინტეგრირებულ შეფასებას. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება სეისმოლოგიური და გეოლოგიური მოდელის შესამუშავებლად, ასევე მიწისქვეშა პირობების გააზრების გასაღრმავებლად, რაც გავლენას ახდენენ ფუძის მოძრაობასა და გეოლოგიურ რისკებზე.

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს სეისმოლოგიური და გეოლოგიური მოდელის შემუშავებას და გააუმჯობესებს მიწისქვეშა სტრუქტურის გაგებას, რაც დაკავშირებულია მიწისქვეშა მოძრაობებთან და გეოსაფრთხეებთან", - წერია დოკუმენტში.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 ივნისს იწყება და 23 ივნისს მთავრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE