მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ენგურჰესზე“ გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია“ – „ჩერნომორენერგოს“ გენდირექტორი
„ენგურჰესზე“ გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია“ – „ჩერნომორენერგოს“ გენდირექტორი

„ენგურჰესზე“ გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია“ – „ჩერნომორენერგოს“ გენდირექტორი

BM.GE7 აგვისტო, 2026, 15:14|bm.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გამანაწილებელ ოპერატორ „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, „ენგურჰესზე“ გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია და ავტომატიკის სისტემასა და ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაში ამ შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თემურ ჯინჯოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ 24-25 ივლისსა და 6 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენის სისტემური გათიშვის დროს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც, რომელიც ენგურჰესიდან მარაგდება.

თემურ ჯინჯოლიას ინფორმაციით, 24-25 ივლისს ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის შემდეგ „ენგურჰესზე“ ჩეხი და გერმანელი სპეციალისტები მუშაობდნენ.

„ორი მასშტაბური გათიშვის შემდეგ, ენგურჰესმა ჩეხეთიდან და გერმანიიდან კონტრაქტორები მოიწვია, რომლებიც ავარიის საწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას აწესრიგებდნენ. გუშინ, ჩემი ინფორმაციით, ისინი ატარებდნენ ტესტებს გაუმართაობის გამოსავლენად. შედეგად, ამუშავდა ავარიისწინააღმდეგო ავტომატიკა, რის გამოც ენგურჰესის ყველა გენერატორი ენერგოსისტემას გამოეთიშა და ელექტროენერგია გაითიშა. დღეისთვის, გაუმართაობის მიზეზი გამოვლენილია. ენგურჰესზე ავტომატიკის სისტემასა და ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკაში ამ შეცდომის გამოსწორების სამუშაოები დაიწყეს. ვფიქრობ, ამ მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ასეთი შემთხვევები, ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება.

ელექტროენერგიის სისტემური გათიშვა ჩვენგან სრულიად დამოუკიდებელი გარემოებებით მოხდა, რამეთუ „ჩერნომორენერგო“ ენგურჰესის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს. სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა თემურ ჯინჯოლიამ.

საქართველოში ბოლო ორ კვირაში მასშტაბური ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები უკვე მესამედ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც, გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა, ხოლო GWP-ის სატუმბო სადგურის გათიშვამ მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 6 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო.

24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში გავიდა, მის მოვალეობას კი დავით ვარდიაშვილი ასრულებს, რომელიც უწყებაში ივლისის გათიშვების შემდეგ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ გადავიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიზეზი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყოფორმულა
  • ნინო წილოსანი რადიკალებზე: დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა - „რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?“იმედი
  • ხაბეიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც, მისი თქმით, ივანიშვილის და მდინარაძის გზები გაიყოტვ პირველი
  • პრემიერი: ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება, არის კორუფციის აღმოფხვრა, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფციარუსთავი 2
მიზეზი →

მსგავსი სტატიები

Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

BM.GE

გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში - ლატვია

გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში - ლატვია

BM.GE

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ $7.5 მილიარდამდე გაიზარდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ $7.5 მილიარდამდე გაიზარდა - ეროვნული ბანკი

BM.GE

7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

7 თვეში 76 655 კოლოფი სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE