მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

BM.GE9 ივნისი, 2026, 21:31|bm.ge

სალომბარდე მომსახურების ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, „ექსპრეს ლომბარდი“ ყურადღებას ამახვილებს 5 მთავარ ფაქტორზე, რომლებიც სანდო ფინანსური დაწესებულების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა.

უკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად, სასურველია, მომხმარებელმა ერთი, თუნდაც მიმზიდველი პირობის მიღმა, სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც გაითვალისწინოს. მაგალითად, რამდენად გამჭვირვალეა შეფასების პროცესი და იძლევა თუ არა კომპანიის გამოცდილება და მასშტაბი ნივთის უსაფრთხოების საკმარის გარანტიას.სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირობაზე, არამედ კომპანიის საერთო სანდოობაზე დაყრდნობა. სფეროს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საიმედო დაწესებულების ამოსაცნობად შეიძლება შემდეგი კრიტერიუმების გამოყენება:

• შეფასების უსაფრთხო მეთოდი: საიმედო დაწესებულებაში შეფასება ტარდება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ, თანამედროვე და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ნივთის დაზიანებას გამორიცხავს; • სამართლიანი შეფასება: საიმედო კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნივთის რეალური, საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას; • გამჭვირვალე საპროცენტო განაკვეთი: ხელშეკრულება უნდა იყოს გასაგები და არ შეიცავდეს ფარულ ხარჯებს; • ხელმისაწვდომობა და ქსელის მასშტაბი: ფილიალების ფართო ქსელი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, მათ შორის 24-საათიანი მომსახურება, ორგანიზაციის სტაბილურობასა და კლიენტზე ორიენტირებულობაზე მიუთითებს. სწორედ მასშტაბი და სისტემური მიდგომა უზრუნველყოფს ნივთის შენახვისა და დაზღვევის მაღალ სტანდარტებს; • კონფიდენციალური და კომფორტული გარემო: თანამედროვე სტანდარტი გულისხმობს პრივატული და უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფას, სადაც მომხმარებელი თავს კომფორტულად გრძნობს.

სწორედ ამ პრინციპებით ოპერირებს „ექსპრეს ლომბარდი“ საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ნივთების უსაფრთხო შეფასებას, საბაზრო ფასთან მიახლოებულ ღირებულებას, 24-საათიან ხელმისაწვდომობასა და სრულად კომფორტულ გარემოს.ექსპრეს ლომბარდის შესახებ:

„ექსპრეს ლომბარდი“ არის ფინანსური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი სალომბარდე ბაზარზე მომსახურების ხარისხის ახალი, მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა.დამატებითი ინფორმაციისთვის:032 2 39 39 39 / *3939expresslombard.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE