მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერდოღანმა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ერდოღანმა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ერდოღანმა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

BM.GE11 ივნისი, 2026, 21:19|bm.ge

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

შესაბამისი ოფიციალური განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. თურქეთის ლიდერმა კოლეგას მესამე ვადით ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების პროცესში წარმატება უსურვა.

თურქეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანს მილოცვა საკუთარი და თურქი ხალხის სახელით გაუგზავნა. მისალოც წერილში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა იმ სტრატეგიულ ხედვას, რომელიც რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ითვალისწინებს. თურქეთის ლიდერმა ამ მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის წარმატებით დასრულების იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა. მან მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა, სომეხ ხალხს კი პროგრესი უსურვა.

ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 7 ივნისს ჩატარდა. ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ ხმათა უმრავლესობის მოპოვება შეძლო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

BM.GE