მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერეკლე მეორე ჩვენთვის პოლიტიკური სიბრძნის, სიმამაცის და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოა - ირაკლი კობახიძე
ერეკლე მეორე ჩვენთვის პოლიტიკური სიბრძნის, სიმამაცის და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოა - ირაკლი კობახიძე

ერეკლე მეორე ჩვენთვის პოლიტიკური სიბრძნის, სიმამაცის და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოა - ირაკლი კობახიძე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 23:45|bm.ge

ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერეკლე მეორე არის მეფე, რომელმაც ასობით ბრძოლა გადაიხადა საკუთარი ხალხის, ქრისტიანული სარწმუნოებისა და მშობლიური მიწის დასაცავად.

„დღეს ვიმყოფებით ულამაზეს ქალაქში, რომლისთვისაც ერეკლე მეორის სახელი განსაკუთრებულად ძვირფასია; თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღესასწაული, „ერეკლეობა“ სრულიად საქართველოს ეკუთვნის. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი. ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო.

ერეკლე მეორე ჩვენთვის პოლიტიკური სიბრძნის, სიმამაცის და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოა. ერეკლე მეორე არის მეფე, რომელმაც ასობით ბრძოლა გადაიხადა საკუთარი ხალხის, ქრისტიანული სარწმუნოებისა და მშობლიური მიწის დასაცავად.

გარდა ამისა, ერეკლე მეფე იყო თავისი დროის უდიდესი რეფორმატორი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ზრუნავდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი სამრეწველო საწარმოების დაფუძნება, წარმოების აღორძინება, თბილისისა და თელავის სემინარიების გახსნა, სტამბის განახლება და პირველი საერო თეატრალური დასის ჩამოყალიბება. ერეკლე მეორეს კარგად ესმოდა, რომ ერის გაძლიერებას ცოდნა, ეკონომიკური სიძლიერე და კულტურული წინსვლა სჭირდებოდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვის და როგორ აუნაზღაურდება ყურძნის ახალსა და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა - განკარგულება

ვის და როგორ აუნაზღაურდება ყურძნის ახალსა და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა - განკარგულება

BM.GE

"თბილისის ზღვაზე" წყალმომარაგების რეჟიმები და ინფრასტრუქტურის მართვა რეგულირდება

"თბილისის ზღვაზე" წყალმომარაგების რეჟიმები და ინფრასტრუქტურის მართვა რეგულირდება

BM.GE

ფასთა ინდექსაციის წესში შეტანილ ცვლილებებში სექტორის შენიშვნები გათვალისწინებული არაა - ”დიკა 2010”

ფასთა ინდექსაციის წესში შეტანილ ცვლილებებში სექტორის შენიშვნები გათვალისწინებული არაა - ”დიკა 2010”

BM.GE

გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE