მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება
კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება

კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, ძალიან მალე იქნება.

კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი მხარის წარმომადგენლების პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაჯაროვდება.

"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების აღდგენას თავისი ბუნებრივი ბარიერი აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოთა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება. ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.

[შეხვედრა] ალბათ ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება, სად იქნება როდის იქნება ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ,"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი პარალელურად საგარეო უწყებაში დაკავებულ თანამდებობასაც შეინარჩუნებს, რაც რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგისა და მანდატის ზრდას გულისხმობს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად ხურავსრუსთავი 2
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში „ახტუბინსკის“ სამხედრო აეროდრომსა და „ციმბულოვას“ დრონოპორტს დაარტყესტვ პირველი
  • დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესაBM.GE
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ალ. ჭავჭავაძისა და ალ. გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფორმულა

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

კობახიძე: სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა ორივესთვის დამაზიანებელია

ფორმულა

ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის მამაკაცის ჯილდოს ლაურეატი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია GQ-ს 2026 წლის მამაკაცის ჯილდოს ლაურეატი გახდა

ფორმულა

უკრაინული დრონების იერიშის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

უკრაინული დრონების იერიშის გამო ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

ფორმულა