მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული ბანკი CBDC-ის ანუ "ციფრული ლარის" პროექტზე მუშაობას აგრძელებს
ეროვნული ბანკი CBDC-ის ანუ "ციფრული ლარის" პროექტზე მუშაობას აგრძელებს

ეროვნული ბანკი CBDC-ის ანუ "ციფრული ლარის" პროექტზე მუშაობას აგრძელებს

BM.GE27 მაისი, 2026, 10:41|bm.ge

საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ აგრძელებენ მუშაობას ე.წ. "ციფრული ლარის", ანუ CBDC-ის პროექტის შესახებ.

BMG-მ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით მას შემდეგ, რაც 25 მაისს მოხდა გლობალური კრიპტო კომპანია Tether-ის მიერ ლარზე მიბმული სთეიბლქოინის, GELT-ის პრეზენტაცია. კომპანია გეგმავს, რომ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ ლარის სტაბილური კრიპტო ვალუტა გამოუშვას, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ოპერაციებში იქნება შესაძლებელი. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს იქნება ქართული ლარის "ციფრული ანალოგი", სწორედ ამიტომ BMG-იმ სებს ჰკითხა, აგრძელებს თუ არა ეროვნული ბანკი CBDC-ის პროექტზე მუშაობას, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც, ციფრულ ლარს უშუალოდ სებ-ი წარადგენს. მიღებული პასუხის თანახმად,

კითხვა: აგრძელებს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი CBDC-ის გამოშვებაზე მუშაობას? განიხილება თუ არა ლარის სთეიბლკოინის გამოშვება ამ ციფრული ლარის იდეის ჩამნაცვლებლად, განსაკუთრებით იმ პირობებში რომ მთავრობის მიერ ამ პროექტის პრეზენტირებისას გამოყენებული იყო სიტყვა “ციფრული ლარი”, მაშინ როდესაც სებ-ი საკუთარი ციფრული ლარის პროექტზე მუშაობდა.

ეროვნული ბანკი: "საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ე.წ. CBDC პროექტზე. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები ხელს უწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საგადახადო სისტემების ურთიეთდაკავშირებადობას და ეფექტურობას და მრავალი მოწინავე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრიორიტეტული ამოცანაა.CBDC-ის არსებობა არ ზღუდავს სტაბილური ვირტუალური აქტივების (სთეიბლქოინების) გამოყენებასა და მათ პარალელურ განვითარებას. პირიქით, ეფექტური, გამჭვირვალე და რისკებზე დაფუძნებული მარეგულირებელი ჩარჩოს პირობებში, შესაძლებელია ამ ორი ეკოსისტემის თანაარსებობა და ურთიერთშემავსებელი ფუნქციის შესრულება. CBDC შესაძლოა გახდეს ფინანსური სისტემის სანდოობისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი საფუძველი, მაშინ როდესაც სტაბილური ვირტუალური აქტივები ხელს უწყობენ ინოვაციების განვითარებას, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებასა და საერთაშორისო ტრანზაქციების გამარტივებას. სწორედ ამიტომ, სწორი რეგულირების პირობებში, ორივე მიმართულებას შეუძლია ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის მოდერნიზაციას, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კერძო სტაბილური ვირტუალური აქტივები (სტეიბლქოინები) არ იქნება გამოყენებული გადახდის საშუალებად და მათ ეს ფუნქცია არც მომავალში მიენიჭებათ, რადგან აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ ეროვნულ ვალუტას - ლარს აქვს მინიჭებული,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის პასუხში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 მარტში მიიღო ნორმა, რომელიც ქვეყანაში სტაბილური კრიპტოვალუტის გამოშვებას ხდის შესაძლებელს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ემიტენტმა მუდმივად უნდა შეინარჩუნოს უზრუნველყოფის 100%-ის მაჩვენებელი, ანუ რამდენ GELT-საც გამოუშვებს Tether-ი ზუსტად იმ მოცულობის თანხით უნდა იყოს აღნიშნული სთეიბლკოინი უზრუნველყოფილი.

CBDC ნიშნავს Central Bank Digital Currency-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა). მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ტრადიციული ფულის (ქაღალდის ბანკნოტებისა და მონეტების) ოფიციალური ციფრული ვერსია, რომელსაც უშუალოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკი უშვებს და არეგულირებს. ამჟამად, მსოფლიოში მსგავსი პროექტის წარდგენა და გამოყენებაში დანერგვა ჯერ არ მომხდარა, თუმცა ცნობილია რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) აქტიურად მუშაობს ამ პროექტზე, ის უკვე "მოსამზადებელ ფაზაშია" და მისი რეალური გამოჩენა მომავალ წლებში განიხილება. საქართველოს ეროვნული ბანკიც უკვე რამდენიმე წელია აღნიშნულ პროექტზე მუშაობს, თუმცა უცნობია თუ როდის შეიძლება მოხდეს მისი წარდგენა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები სავალდებულო დაზღვევას დაექვემდებარებიან

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები სავალდებულო დაზღვევას დაექვემდებარებიან

BM.GE

კონკურენციის სააგენტომ „ქომუნითი სოფტ სოლუშენსი“ ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ „ქომუნითი სოფტ სოლუშენსი“ ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმა

BM.GE

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

BM.GE

$104-მილიონიანი, 200-მეგავატიანი ელექტრობატარეის პროექტის ათვისება ჯერჯერობით 0 ლარია

$104-მილიონიანი, 200-მეგავატიანი ელექტრობატარეის პროექტის ათვისება ჯერჯერობით 0 ლარია

BM.GE