მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული ბანკი ფაქტორინგული პლატფორმებისთვის საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას სთავაზობს
ეროვნული ბანკი ფაქტორინგული პლატფორმებისთვის საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას სთავაზობს

ეროვნული ბანკი ფაქტორინგული პლატფორმებისთვის საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას სთავაზობს

BM.GE19 აგვისტო, 2026, 23:39|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას გეგმავს და ბაზრის მონაწილეებს შესაბამისი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წელს ფაქტორინგის შესახებ კანონი დაამტკიცა. კანონი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და მისი მიზანია ქვეყანაში ფაქტორინგის, როგორც ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის, განვითარება და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

ფაქტორინგი გულისხმობს გარიგებას, რომლის დროსაც ძირითადი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლება ფაქტორს გადაეცემა. გარიგება შესაბამის ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება, რის შედეგადაც აღნიშნულ მოთხოვნაზე საკუთრების უფლება ფაქტორზე გადადის.

კანონის მიხედვით, ფაქტორინგის მხარე შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი — კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ფაქტორინგული კომპანია. ამასთან, ფაქტორინგული გარიგებების შესრულება უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული ფაქტორინგული პლატფორმის მეშვეობით.

სებ-ის განმარტებით, ფაქტორინგული პლატფორმა შესაძლოა იყოს შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის მქონე სუბიექტი, რომლის ძირითადი საქმიანობა ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ფაქტორინგის მხარეებს შორის შეთანხმებების ელექტრონულად შესრულება იქნება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ასეთი პლატფორმის მიზანია ფაქტორინგის ბაზრის მონაწილეებს შორის ციფრული ურთიერთქმედების ხელშეწყობა, დებიტორული დავალიანების დაფინანსების პროცესის გამარტივება და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარების მხარდაჭერა.

„ეროვნული ბანკისთვის, საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისა და შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია ფაქტორინგით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სებ-ის მიერ რეგულირებული სუბიექტების მოსაზრებებისა და ხედვების გაზიარება ფაქტორინგული პლატფორმის საზედამხედველო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფისთვის“,- წერს ეროვნული ბანკი.

სებ-ის შეფასებით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ბაზრის საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებას და სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ასევე, მარეგულირებლის მიზანია ფაქტორინგის ბაზარზე უფრო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.

ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის პოტენციურ მონაწილეებს, ტექნოლოგიურ პროვაიდერებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს, ფაქტორინგის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარებას სთავაზობს. სებ-ის განცხადებით, მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ბაზრის მონაწილეთა ინტერესების, შესაძლებლობებისა და სექტორში მათი შესაძლო ჩართულობის შესაფასებლად და ეფექტიანი ფაქტორინგის ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად.

ფაქტორინგი ბიზნესისთვის სამუშაო კაპიტალის დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ გზას წარმოადგენს. ამ მოდელის შემთხვევაში პროდუქტის ან მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ფაქტორისგან თანხას წინასწარ იღებს და სანაცვლოდ დებიტორულ დავალიანებაზე მოთხოვნის უფლებას უთმობს. საბოლოოდ, თანხას ფაქტორის მიმწოდებელი იმ მხარისგან იღებს, რომელმაც პროდუქტი ან მომსახურება მიიღო.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ ფაქტორინგის ბაზარზე მონაწილე სუბიექტებისა და პლატფორმების საქმიანობა შესაბამისი საკანონმდებლო და საზედამხედველო მოთხოვნების ფარგლებში განხორციელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

20 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

20 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით ნატა ოჩიგავა, ევროპის ახალგაზრდული პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით ნატა ოჩიგავა, ევროპის ახალგაზრდული პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი

BM.GE

მელანომას ვაქცინის წარმატებული კვლევის ფონზე Moderna-ს აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

მელანომას ვაქცინის წარმატებული კვლევის ფონზე Moderna-ს აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

BM.GE