მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

BM.GE19 აგვისტო, 2026, 23:07|bm.ge

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება.

თითოეული ცეკვა საკუთარ თავში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და ხასიათს აერთიანებს - ქართული ცეკვის მოძრაობები ბუნებრივად იბადება საქართველოს კუთხეებში, ყოველდღიურობასა და შრომაში, რომელიც შემდეგ სცენაზე ცოცხლდება. ახლა კი კამპანიის ფარგლებში, ეს ისტორიები ქუთაისის სცენაზე შესრულდება.

კამპანიის მიზანია, სუხიშვილები იმ ადგილებს დაბრუნებოდნენ, სადაც ქართული ცეკვის ფესვებია. საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება - და სცენა, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 20 აგვისტოდან დაიწყება.

როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა

სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება.

ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს – ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.

სწორედ ამ იდეას ეფუძნება საქართველოს ბანკის კამპანია “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”.

მოძრაობა, რომელიც არ ჩერდება

“ცეკვა შეიძლება დაიბადოს მთაში, ველზე, შრომისას თუ ზეიმის დროს. იქ, სადაც ადამიანებს საერთო ისტორია, მიწა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა აერთიანებთ.“

მაგალითისთვის, “შეჯიბრი” - ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის გამოგონილი ცეკვაა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ის იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს. მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგან მოცეკვავეებს მუხლზე დაცემა, ცერზე ტრიალი და სალტოების გაკეთება უწევთ.

რაც შეეხება მთის ცეკვებს, როგორებიცაა: “ხანჯლური”, “სვანური” და “ხევსურული” განსხვავებული ხასიათით სრულდება. კერძოდ, “სვანური“ ცეკვა სცენაზე გამოხატავს სვანების სიმტკიცეს და სიდინჯეს. უმეტესად ცერებზე სრულდება, რაც თავისთავად ართულებს ქორეოგრაფიულ ტექნიკას. რაც შეეხება კოსტიუმს, თეთრი ახალუხი და სვანური ქუდი კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით არის შთაგონებული, ხოლო ჩოხის თითოეული დეტალი სვანეთის მკაცრ ბუნებასა და რეგიონის გამორჩეულ ხასიათს უსვამს ხაზს.

ცეკვებზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ჯუთა და ცდო, რომელიც ქართული სოფლის სახელებია და განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.

“ცდო“ მთიულურისა და ყაზბეგურის მოტივებზეა შექმნილი, ხოლო “ჯუთა“ ხევსური ქალის მტკიცე ხასიათს, შეუპოვრობასა და ტემპერამენტს წარმოაჩენს. მნიშვნელოვანია, რომ ბარში მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებით, მთის ქალები გაცილებით მკაცრი, დამოუკიდებლები და ძლიერი ბუნების არიან, რაც სცენაზეც გამოკვეთილია.

უახლოესი კომპოზიციებიდან, რომელიც სუხიშვილების მესამე თაობას ეკუთვნის გამორჩეულია “ნანილა” და “ჯარა”.

“ნანილას” შექმნის იდეა წამოვიდა ძველი სვანური იავნანადან. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური, რომლებიც თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები ზარის ფორმისაა.

ხოლო “ჯარა” ტრიუმფის 80 წლისთვის, სპეციალურად “ღია სცენა თაკარას” სცენისთვის შეიქმნა. მთიულური ცეკვა, რომელიც “ცდოს” დადგმას მიყვება, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია.

სუხიშვილები - “ცეკვაში თქმულნი. საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია.

მეტისთვის ნახეთ ვიდეო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

20 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

20 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ეროვნული ბანკი ფაქტორინგული პლატფორმებისთვის საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას სთავაზობს

ეროვნული ბანკი ფაქტორინგული პლატფორმებისთვის საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას სთავაზობს

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით ნატა ოჩიგავა, ევროპის ახალგაზრდული პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით ნატა ოჩიგავა, ევროპის ახალგაზრდული პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი

BM.GE

მელანომას ვაქცინის წარმატებული კვლევის ფონზე Moderna-ს აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

მელანომას ვაქცინის წარმატებული კვლევის ფონზე Moderna-ს აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

BM.GE