მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული ბანკი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ბანკი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

BM.GE30 ივლისი, 2026, 18:16|bm.ge

ეროვნული ბანკის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. სებ-ის ცნობით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთ შემთხვევაში კი, მოქალაქეს განუცხადეს, რომ მის პირად საბანკო მონაცემებზე დაფიქსირდა შესაძლო უნებართვო წვდომა და სესხის გააქტიურების მცდელობა, რის გადასამოწმებლადაც მოსთხოვეს იდენტიფიკატორების მითითებით შესულიყო შესაბამის დისტანციურ არხში - ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში.ზემოაღნიშნული კომუნიკაციების ფარგლებში მომხმარებლებს ასევე სთხოვენ გადასცენ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები, მათ შორის, სახელი, პაროლი, აგრეთვე სხვა პირადი და ფინანსური ინფორმაცია.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების გაცემის შემთხვევაში, თაღლითებმა შესაძლოა მოიპოვონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, რაც ქმნის უნებართვო ოპერაციების განხორციელებისა და მომხმარებლის ფინანსური ზარალის/ზიანის მიყენების საფრთხეს.საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ასეთი სიტუაციის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ავრცელებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიაიმედი
  • თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებშიტვ პირველი
  • GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2
ავრცელებს →

მსგავსი სტატიები

რომელია ყველაზე დაცული მესინჯერი? - 8 საუკეთესო აპლიკაცია 2026 წელს

რომელია ყველაზე დაცული მესინჯერი? - 8 საუკეთესო აპლიკაცია 2026 წელს

BM.GE

ისეთი საექსპორტო ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით - „ფაფრის ველი“

ისეთი საექსპორტო ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით - „ფაფრის ველი“

BM.GE

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

BM.GE

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE