მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარში რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების RTGS სისტემა განაახლა
ეროვნულმა ბანკმა ლარში რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების RTGS სისტემა განაახლა

ეროვნულმა ბანკმა ლარში რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების RTGS სისტემა განაახლა

BM.GE19 მაისი, 2026, 17:12|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარში, რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა და კლირინგის (RTGS) სისტემის განახლება დაასრულა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

სებ-ის თანახმად, ეს 2009 წლის შემდეგ ამ სისტემის განახლების პირველი შემთხვევაა და ის საფუძველს ქმნის, მასზე დაშენდეს ისეთი პროექტები, როგორიცაა მყისიერი გადახდების სისტემა (IPS), რაც ბანკიდან ბანკში 24/7-ზე მყისიერ გადარიცხვებს გახდის შესაძლებელს, ასევე დამატებით ციფრულ მომსახურებას გახდის შესაძლებელს. ამ მიმართულებით სებ-ი ახალი სისტემის ამოქმედებას წლის ბოლოს გეგმავს.

"RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.

ეს პროექტი ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც თანამედროვე და მდგრადი საგადახდო ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციას მსოფლიოში მზარდი დიჯიტალიზაციის პროცესის კვალდაკვალ.

განახლებული საგადახდო სისტემა სრულად ეფუძნება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს უფრო თანამედროვე, მოქნილ და ეფექტიან საგადახდო გარემოს.

პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და მისი მოდერნიზაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებას.

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურაში გაფართოვდა მონაწილეთა წვდომა, რაც განახლებული სისტემის ფარგლებში ტექნიკურადაც სრულიად მხარდაჭერილი გახდა. კერძოდ, არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიეცათ შესაძლებლობა შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ გახდნენ სისტემის მონაწილეები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას და მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ყველა ჩართულ მხარეს - კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინას, აქტიური თანამშრომლობისა და სისტემის წარმატებული დანერგვის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ასევე, სისტემის მწარმოებელ კომპანია „მონტრანს“ პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, RTGS სისტემა 2025 წელს 515.7 მილიარდი ლარის 52.8 მილიონ საბანკო ოპერაციას მოემსახურა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE