
ეროვნულმა ბანკმა ქუთაისში ახალი საკასო ცენტრის პროექტირებისთვის ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკი ქუთაისში ახალი საკასო ცენტრის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც სებმა დაპროექტების მომსახურების შესაძენად ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს საკასო ცენტრის ახალი შენობის აშენებას ქუთაისში.
პირველ ეტაპზე იგეგმება შენობის პროექტირების მომსახურების და პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა.
სათანადო კვალიფიკაციის მქონე ყველა პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გამოხატოს შესყიდვებში მონაწილეობის ინტერესი", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საინჟინრო-საპროექტო კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 30 ივლისამდე შეეძლებათ.
განაცხადში არაა მითითებული თუ რომელ მიწის ნაკვეთზე გეგმავს ეროვნული ბანკი ახალი საკასო ცენტრის მშენებლობას.
BM.GE
წყარო: bm.ge