
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 6 პუნქტი ₾393 ათასით დააჯარიმა | მიზეზები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 6 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჯამში 393 ათასი ლარით დააჯარიმა.
22 ოქტომბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების თანახმად, ვალუტის პუნქტების დაჯარიმება, ძირითადად, გარიგებების ელექტრონულ სისტემაში აღურიცხაობას უკავშირდება.
სებ-მა შემდეგი კომპანიები დააჯარიმა:
• შპს „მონეტა“ - დაჯარიმდა 168,000 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 24 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. • შპს „მონეტო ჩეინჯი“ - დაჯარიმდა 98,000 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 14 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 ლარის ოდენობით. • შპს „თეთრი“ - დაჯარიმდა 49 000 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 7 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. • ი.მ. „ტარიელ ლობჟანიძე“ - დაჯარიმდა 35,000 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 5 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. • შპს „პაგაა“ - დაჯარიმდა 22,000 ლარით. გამოვლინდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 11 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. • ი.მ. „მამუკა მარიამიძე“ - დაჯარიმდა 21,000 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 (სამი) ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
BM.GE
წყარო: bm.ge