მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთ წელიწადში გაიხსნა განთავსების 20 ობიექტი - მთავრობის ანგარიში
ერთ წელიწადში გაიხსნა განთავსების 20 ობიექტი - მთავრობის ანგარიში

ერთ წელიწადში გაიხსნა განთავსების 20 ობიექტი - მთავრობის ანგარიში

BM.GE2 ივნისი, 2026, 23:19|bm.ge

2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით საქართველოში 20 ახალი განთავსების ობიექტი გაიხსნა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად, ინტენსიურად გრძელდება განთავსების ობიექტების სექტორის განვითარება.

"გაიხსნა 20 ობიექტი, რომელთა ჯამური მოცულობა აღემატება 1,000 ნომერსა და 2,000 საწოლ ადგილს.

ჯამში, ფუნქციონირებს 2,691 განთავსების ობიექტი, 52,596 ნომრითა და 116,204 საწოლი ადგილით, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობას მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად",- წერია ანგარიშში.

2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (+6%), ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 7,803,239 შეადგინა (+5.9%). 2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 829.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+0.5%). ამასთან, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,300,505-ს გაუტოლდა, რაც წლიურად – 1.1%-ით არის შემცირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგიმედი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →ობიექტებზე →

მსგავსი სტატიები

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

6 თვეში ჩინელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾143.2 მლნ-ი დახარჯეს | რამდენია ვიზიტორის საშუალო ხარჯი?

BM.GE