
“ერთადერთი რამ, რასაც აუცილებლად გავაკეთებ ეს არის MMA სპორტდარბაზი” - ილია თოფურია
ილია თოფურია საქართველოში ერთ თვიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა La Gazzetta Georgia-სთან. ილიამ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოში სპორტული MMA დარბაზის გახსნის თაობაზეც, რაც მის სამომავლო გეგმებშია:
“საქართველოში დავბრუნდები, ბევრად უფრო ხშირად დავბრუნდები საქართველოში. კიდევ რამდენიმე პროექტი მაქვს გუნდთან ერთად რისი გაკეთებაც მინდა საქართველოში. ერთადერთი რამ, რასაც აუცილებლად გავაკეთებ ეს არის MMA სპორტდარბაზი, რადგან მინდა, რომ ამ სპორტის განვითარებაში ჩემი წვრილი შევიტანო. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ზოგადად ქართველებს კონკრეტულად ამ სპორტში (MMA), ყველა სპორტში გვაქვს პოტენციალი რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სპორტში ქართველები ყოველთვის მაინც გამოვირჩეოდით და მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო. აი ახლა ეს ბოლო თვე, რომ ვიყავი აქ რაღაცებს გადავხედე და აუცილებლად რაღაცას გავაკეთებთ” - განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ოქტაგონზე დაბრუნებას 2027 წლის გაზაფხულისთვის აპირებს, მის სავარაუდო მეტოქეებად კი მოქმედი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი და ინგლისელი პედი პიმბლეტი განიხილებიან.
BM.GE
წყარო: bm.ge