მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ავტოიმპორტი წამგებიანი ბიზნესი გახდა - "ქარლოუდი"
საქართველოში ავტოიმპორტი წამგებიანი ბიზნესი გახდა - "ქარლოუდი"

საქართველოში ავტოიმპორტი წამგებიანი ბიზნესი გახდა - "ქარლოუდი"

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 03:26|bm.ge

“გაძვირებულ რეექსპორტის ტარიფი ან მოლაპარაკებების საგანი იქნება ან მოგვიწევს ეს ხარჯი ავტომობილის ფასში ავსახოთ”- ასე ეხმაურება კომპანია “ქარლოუდის” დამფუძნებელი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაც, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გაფორმებაზე ახალი მოსაკრებელის დაწესების შესახებ.

როგორც ცნობილია, 16 ნოემბრიდან ავტოიმპორტიორებს ყოველ რეექსპორტირებულ ავტომობილზე დამატებით 450 ლარის გადახდა მოუწევთ. აქამდე რეექსპორტის პროცედურისთვის თანხა, დაახლოებით 600 ლარი, მხოლოდ მომსახურების სააგენტოში ირიცხებოდა, ახალი დადგენილებით კი ამ ხარჯს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურიც ემატება.

ფინანსთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბიზნესისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვინ იხდის რეექსპორტის საფასურს, ეს მყიდველსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკებების საგანია, თუმცა კომპანია “ქარლოუდის” დამფუძნებელი ამბობს, რომ შემცირებული მოთხოვნის პირობებში გაზრდილი გადასახადი წნეხად ისევ ქართველ ავტოიმპორტიორებს დააწვება.

“16 ნოემბრამდე ავტომობილის რეექსპორტის სრული გადასახადი იყო 600 ლარი, ახლა გახდა 1060 ლარი. არავინ იცოდა, რომ აპირებდნენ გადასახადის კიდევ ერთხელ გაზრდას. რვა თუ ცხრა თვის წინ ფინანსთა სამინისტრომ გაძვირებასთან დაკავშირებით უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ისედაც გაძვირდა რეექსპორტის გადასახადი და 16 ნოემბრიდან უკვე გაგვიორმაგეს”,-აცხადებს ლევან ლუხავა.

მისი თქმით, აპრილის რეგულაციების შემდეგ [განბაჟების ტარიფის ზრდა] ავტომობილებზე მოთხოვნა და გაყიდვები საშუალოდ 50-60%-ით შემცირდა, ზოგიერთ თვეში კი ვარდნა 80%-საც აღწევს. შედეგად, ავტობაზრობები და ტერმინალები გაჩერებული მანქანებითაა სავსე, დილერებს კი დგომის საფასურის გადახდა უჭირთ.

„ავტობანიდან რომ იწყებოდა რიგები, ახლა შაბათ დღესაც კი შეიძლება ერთი ან ორი მანქანა იდგეს. რეალიზაცია ნულია, მანქანები ტერმინალზე დგას, დილერები კი დგომის საფასურს ვეღარ იხდიან...

საქართველოში ამ ბიზნესის წარმოება უკვე მოგებიანი აღარ არის“, — აცხადებს ლუხავა.

ვითარებას ამძიმებს საერთაშორისო ბაზრებზე შეცვლილი რეგულაციებიც. “ქარლოუდის” დამფუძნებლის თქმით, ერთ-ერთმა მთავარმა საექსპორტო ქვეყანამ, ყაზახეთმა, 2021 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე უტილიზაციის გადასახადი გააოთხმაგა, რაც ბუნებრივია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზეც იმოქმედებს.

“ექვს-შვიდ თვეში უკვე დაგვეწევა ამ რეგულაციის ეფექტი და გვეცოდინება ზუსტად ყაზახეთი რას იზამს, რომელწლიან ავტომობილებს იყიდიან და ა.შ”,-აცხადებს ლუხავა.

არსებული მდგომარეობით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლებად ტენდენციას აჩვენებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული.

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ინფორმაციით, “ავტომობილების განბაჟების გაძვირებიდან ანუ 2026 წლის 1 აპრილიდან 6 თვის მანძილზე ავტოინდუსტრიის ჯამურმა დანაკარგმა, იმპორტისა და ექსპორტის კლების გათვალისწინებით, თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ერთადერთი რამ, რასაც აუცილებლად გავაკეთებ ეს არის MMA სპორტდარბაზი” - ილია თოფურია

“ერთადერთი რამ, რასაც აუცილებლად გავაკეთებ ეს არის MMA სპორტდარბაზი” - ილია თოფურია

BM.GE

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო ფიფას პრეზიდენტობისთვის ჯანი ინფანტინოს დაუპირისპირდება

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო ფიფას პრეზიდენტობისთვის ჯანი ინფანტინოს დაუპირისპირდება

BM.GE

იორდანიამ და ერაყმა Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

იორდანიამ და ერაყმა Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

BM.GE

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

BM.GE