მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთადერთი, სახეზე გვაქვს რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენება - ლილუაშვილის ადვოკატი
ერთადერთი, სახეზე გვაქვს რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენება - ლილუაშვილის ადვოკატი

ერთადერთი, სახეზე გვაქვს რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენება - ლილუაშვილის ადვოკატი

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 15:24|bm.ge

ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს 4 ეპიზოდს ედავება, თუმცა 4 მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმის დასადასტურებლად, რომ მან რეალურად ჩაიდინა დანაშაული, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

„ერთადერთი, სახეზე გვაქვს რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენება და ესეც სრულად ანულირებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. არაერთი მსჯელობა გვაქვს დღევანდელ დასკვნით სიტყვაში წარმოდგენილი სამართლებრივი თვალსაზრისით და ჩვენ ვთვლით, რომ ამ მსჯელობით და ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად გაბათილდება ის პოზიცია, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში თავის საბრალდებო დასკვნით სიტყვაში.

იმედი გვაქვს იმის, რომ სასამართლო არის ის რგოლი, რომელიც იმსჯელებს ფაქტებზე და მხოლოდ ერთადერთ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი, რადგან სამართლებრივი მსჯელობისგანაა დაცლილი ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე გრიგოლ ლილუაშვილს ედავება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შესაძლოა სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე დღეს 15 სექტემბერს განაჩენიც გამოცხადდეს. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

"ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება" - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

მიგვაჩნია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს - SJC

BM.GE

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

იაპონიაში საბაზო ინფლაცია 2%-იან სამიზნე ნიშნულს 13 წლის შემდეგ პირველად გაუტოლდა

BM.GE

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?

BM.GE