მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერთი ხელი ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოსვლას ეხმარება, მეორე კი ყველანაირად ხელს უშლის | კოკა თოფურია
ერთი ხელი ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოსვლას ეხმარება, მეორე კი ყველანაირად ხელს უშლის | კოკა თოფურია

ერთი ხელი ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოსვლას ეხმარება, მეორე კი ყველანაირად ხელს უშლის | კოკა თოფურია

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 13:00|bm.ge

"საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი კოკა თოფურია ამბობს, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების სწავლა კვლავ პრობლემურია. იგი ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას აკრიტიკებს და სხვადასხვა უწყებების არასათანადო კოორდინაციაზე მიუთითებს.

როგორც კოკა თოფურიამ BMG-სთან აღნიშნა, გამოწვევად რჩება, კერძოდ, ბინადრობის ნებართვებიც.

"ზოგადად, საქართველოში უნივერსიტეტების შემოსავლის 90%-ს უცხოელი სტუდენტები ქმნიან, თუმცა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით. გამოწვევაა ბინადრობის ნებართვები, საკონსულოები არ გვაქვს, ვიზებს ვერ იძლევიან, არ არის შეთანხმებული მუშაობა განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის. ერთი ხელი თითქოს იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტები შემოვიდნენ, მაგრამ მეორე ყველანაირად ხელს უშლის და შეიძლება, მაგალითად, მეოთხეკურსელი სტუდენტი რატომღაც ქვეყნიდან გააძევონ",- აღნიშნა მან და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე, ბევრი უნივერსიტეტი უცხოეთში საქმიანობაზე ფიქრობს.

საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

BM.GE