მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რატომ გაყიდა სებ-მა რეზერვები 2024 წლის არჩევნების წინ?
"ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რატომ გაყიდა სებ-მა რეზერვები 2024 წლის არჩევნების წინ?

"ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რატომ გაყიდა სებ-მა რეზერვები 2024 წლის არჩევნების წინ?

BM.GE27 მაისი, 2026, 14:35|bm.ge

რატომ გაყიდა სებ-მა რეზერვები 2024 წლის არჩევნების წინ? ამ კითხვას პარლამენტში ეროვნული პანიკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ უპასუხა. თურნავას განმარტებით, 2024 წლის შემოდგომაზე ბაზრის სენტიმენტები და მოლოდინები იყო გაუარესებული, ვინაიდან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს ახლდა არაპროგნოზირებადობა, რაც უკავშირდებოდა პოლიტიკურ პოლარიზაციას და მოსალოდნელ არჩევნებს.

აღსანიშნავია, რომ კითხვები, რომლებიც 2024 წლის წინასაარჩევნო ინტერვენციასთან დაკავშირებით, "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა გიგა ფარულავამ ნათია თურნავას დაუსვა, შემდეგია:

(ა) რა იყო საბჭოს მიერ დამტკიცებული „ტრიგერი“, ზღვარი ან წესი, რომლის საფუძველზეც2024 წლის ოქტომბერში 627 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა და საბჭოს რომელმა წევრებმამისცეს ხმა ამ გადაწყვეტილებას?(ბ) გამოაქვეყნებთ თუ არა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისა და ფინანსურისტაბილურობის კომიტეტის 2024 წლის სექტემბერ-ნოემბრის სხდომების დათარიღებულოქმებს, რათა პარლამენტმა შეძლოს გადაამოწმოს, რომ ეს ინტერვენციები იყო ტექნიკური დაარა პოლიტიკური ხასიათის?(გ) იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ დაუშვით რეზერვების შემცირება სსფ-ისადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ იმავე პერიოდში, როდესაც არჩევნების პოლიტიკურილეგიტიმურობა საერთაშორისო მასშტაბით სადავო იყო, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას,რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების სქემა პოლიტიკური შედეგის დაცვასთან არისშესაბამისობაში? თუ არა, რა ალტერნატიულ ახსნას შემოგვთავაზებთ, რომელიც სსფ-ისშეფასებასთან თანხვედრაში იქნება?

"პირველ რიგში განვმარტავ, რომ ჩვენი საბჭოს ფუნქციები არის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული. ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება განსაკუთრებით ზედამხედველობის თვალსაზრისით. თუმცა, რაც შეეხება ინტერვენციებს, ეს არის საოპერაციო საკითხი და თითოეული კონკრეტული ინტერვენცია არ საჭიროებს საბჭოს თანხმობას, იმიტომ რომ ოპერატიულ რეჟიმში ხდება შესაბამისი დეპარტამენტების მიერ გათვლების საფუძველზე ამის განხორციელება. ამ შემთხვევაში წამებში რეაგირება ზოგჯერ საჭიროა", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო წმინდა მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება იმ დროს, როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია.

"ვალუტის გაუფასურების რისკი და ტენდენცია არ უკავშირდება რაიმე მაკროეკონომიკური ფაქტორის გაუარესებას. იმ დროს ზრდაც ძლიერი იყო, ექსპორტიც ძლიერი იყო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც არ იზრდებოდა, ფისკალური მაჩვენებლები ძლიერი იყო და აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორები იყო გამორიცხული და საქმე გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ აღქმებთან და ბაზრის, ასე ვთქვათ, შიშებთან.

ასეთ დროს, როდესაც ჩნდება, გაუარესებული სენტიმენტები ბაზრის მონაწილეების მხრიდან და ეს აწვება სავალუტო კურსს, სრული უფლებამოსილება აქვს თავისი რეგულაციებით ეროვნულ ბანკს, რომ განახორციელოს ინტერვენცია – ანუ ვალუტის ლიკვიდობის ბაზრისთვის მიწოდების თვალსაზრისით, რაც ჩვენ გავაკეთეთ.

ზომა, დიახ, არ იყო მცირე, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკაც და ბაზარიც გაიზარდა. ჩვენი სავალუტო ბაზარი მზარდია და წინა წლებთან, მთლად შესადარისი არ არის. და ეს იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება. იმიტომ რომ, ჩვენ ვხედავდით ისევ და ისევ, რომ მაკროეკონომიკური გაუარესებიდან ეს არ მომდინარეობს. ჩვენ ვხედავდით, რომ ეს არის ერთჯერადი ფაქტორი, რომელიც ჩვენი რწმენით არჩევნების მერე აღმოიფხვრებოდა, მაგრამ მანამდე შეეძლო, რომ დაეზიანებინა მოსახლეობა და ბიზნესი ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შედეგად.

იმისთვის, რომ ეს პირველი ნიშნები, რაც ჩვენ დავინახეთ, არ გადაზრდილიყო ჯაჭვური რეაქციით და მოსახლეობაზეც არ ასახულიყო და არ დაწყებულიყო დოლარიზაცია, ანუ ლარის დანაზოგების გადოლარება (ამის პირველ ნიშნებს ჩვენ უკვე ვხედავდით, მაგრამ ეს არ იყო ჯერ საყოველთაო), ჩვენ მივიღეთ ეს ოპერატიული გადაწყვეტილება, მივაწოდეთ ბაზარს ლიკვიდურობა, დავასტაბილურეთ კურსი. და ჩვენ ვვარაუდობდით და ასეც მოხდა, რომ როგორც კი დასრულდებოდა ეს პოლიტიკური, ასე ციკლი და გაურკვევლობის პერიოდი და დასრულდებოდა ისე, რომ ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებდით სავალუტო რეზერვების კვლავ შევსებას, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობის და გარკვეული, ასე ვთქვათ, შიშების გამო იძენდა, ბიზნესი დოლარს, რომელიც მას არ სჭირდებოდა ყოველდღიური ოპერაციებისთვის.

ასეც მოხდა – წლის ბოლოდან კვლავ უკან დაიწყო ბიზნესმა, ვინც შეიძინა ეს ჭარბი დოლარი, მისი გაყიდვა. ჩვენ შევძელით მისი შეძენა და მას შემდეგ ეს პროცესი გრძელდება, და ამის შემდეგ დეპოზიტების სერიოზული გალარება მოხდა - დაახლოებით 6-პროცენტიანი ლარიზაცია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში - საპარლამენტო არჩევნების თვეს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 627 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც ინსტიტუტის ისტორიაში ერთ თვეში განხორციელებული ყველაზე დიდი ინტერვენციაა.

შეგახსენებთ, გასული თვის განმავლობაში რეზერვები მარტთან შედარებით 154 მილიონი დოლარით, 6.47 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნგრეთმა ორბანის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების პროცესი შეაჩერა

უნგრეთმა ორბანის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების პროცესი შეაჩერა

BM.GE

SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ

SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ

BM.GE

როგორია სებ-ში საბანკო ლიცენზიისთვის მიმართვიანობა? - თურნავას პასუხი

როგორია სებ-ში საბანკო ლიცენზიისთვის მიმართვიანობა? - თურნავას პასუხი

BM.GE

გიორგი მამარდაშვილი საჭესთან მობილურის გამოყენების გამო დააჯარიმეს

გიორგი მამარდაშვილი საჭესთან მობილურის გამოყენების გამო დააჯარიმეს

BM.GE