მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეს არჩევნებისთვის კონსოლიდაციაა და არა რეგიონული განვითარება - ირაკლი მელაშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნაზე
ეს არჩევნებისთვის კონსოლიდაციაა და არა რეგიონული განვითარება - ირაკლი მელაშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნაზე

ეს არჩევნებისთვის კონსოლიდაციაა და არა რეგიონული განვითარება - ირაკლი მელაშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნაზე

BM.GE30 ივლისი, 2026, 17:45|bm.ge

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა რეგიონული განვითარების საკითხებში არა რეალურ დეცენტრალიზაციას, არამედ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მაქსიმალურ ცენტრალიზაციასა და ადგილებზე კონტროლის გამკაცრებას ემსახურება.

როგორც ანალიტიკოსი BMG-სთან აცხადებს, „გენერალ-მაიორის“ დანიშვნა ამ პოზიციაზე, რომელსაც რეგიონულ პოლიტიკასთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, მიუთითებს მმართველი პარტიის სურვილზე - მოახდინოს რესურსების კონსოლიდაცია არჩევნებისთვის.

„ამ გენერალ-მაიორს აბარებენ რეგიონალურ განვითარებას - კაცს, რომელსაც თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში, ერთი დღე არ ჰქონია შეხება რეგიონული პოლიტიკის საკითხებთან. ბუნებრივია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად რეგიონალური განვითარება აქ არაფერ შუაში არ არის. მმართველი პარტია იწყებს არჩევნებისთვის მზადებას. არჩევნებისათვის მაქსიმალური კონსოლიდირება სჭირდება ცენტრსა და ადგილებზე მყოფ ხელისუფლებებს - ხელისუფლების ორგანოებს შორის.

მაქსიმალური ცენტრალიზაცია - მათ ასე წარმოუდგენიათ ქვეყნის მართვა და ბატონი მამუკას დანიშვნაც მეტი არაფერია, თუ არა ნაბიჯი გადადგმული ამ ცენტრალიზაციისკენ“ - აცხადებს ირაკლი მელაშვილი BMG-სთან.

ამასთან, მისივე თქმით, აბსურდულია, როდესაც დედაქალაქში მყოფი ჩინოვნიკი წყვეტს რეგიონულ საკითხებს.

„სანამ ჩვენ რეგიონულ განვითარებას ასე ვუყურებთ - თბილისში მჯდომმა ჩინოვნიკმა თუ პოლიტიკოსმა უკეთ იცის, რა არის გასაკეთებელი წალენჯიხაში, ახმეტაში, ქედაში, ადიგენში, ნებისმიერ სხვა რეგიონში, ვიდრე იქაურმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მანამდე ჩვენ ამ წრეში ვიქნებით. ადგილებზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები არ გადაიჭრება იმიტომ, რომ თბილისში მჯდომი პოლიტიკოსი თუ ჩინოვნიკი ამ საკითხებს უყურებს პოლიტიკური ამოცანიდან გამომდინარე და არა ადგილებზე არსებული პრობლემების ჭრილში“, - აღნიშნავს მელაშვილი.

ანალიტიკოსი მართვის იმ მოდელსაც აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთმანეთისგან განცალკევდა. მისი შეფასებით, ეს „სულელური მოდელია“, რადგან ერთ უწყებას დაევალა პოლიტიკის შემუშავება, ხოლო რეალური ფინანსური ინსტრუმენტები - რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდები - მეორე უწყების ხელში დარჩა.

„მსგავსი აბსურდის წარმოდგენა ძნელია, იმიტომ, რომ შენ თუ რაღაცაზე აგებ პასუხს, შენ უნდა გაგაჩნდეს ის ინსტრუმენტები, რომლითაც ამ დარგს, ამ მიმართულებას განავითარებს და ამ დროს, ეს ინსტრუმენტები სხვაგან არის. საკმაოდ ბევრი ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკას ვიცნობ და მსგავს სისულელეს არავინ აკეთებს. ამიტომ, არანაირ რეგიონალურ განვითარებაზე არ არის ლაპარაკი. ამ შემთხვევაში, ლაპარაკია იმაზე, რომ „არჩევნებისათვის მაქსიმალურად მოვემზადოთ, მაქსიმალურად ცენტრალიზებული სისტემა შევქმნათ“, რომელიც უზრუნველყოფს ადგილებზე სრულ ლოიალობას. ამისთვის სჭირდებათ ადამიანი, რომელიც სუს-ს ხელმძღვანელობდა. სუს-ი და რეგიონული განვითარება ძალიან შორს არის ერთმანეთისგან“ - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის. აღნიშნული აპარატის ხელმძღვანელის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც, ამავე დროს, ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც შეითავსებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ამასთან, შექმნიდან 3 თვეში უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც ამ დრომდე, მამუკა მდინარაძე იკავებდა. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი, სექტემბრიდან ამოქმედდება.

რა ფუნქციები და ბიუჯეტი ჰქონდა რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელმაც 1 წელი იარსება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • განათლების მინისტრი: შემდეგი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატებაიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

რომელია ყველაზე დაცული მესინჯერი? - 8 საუკეთესო აპლიკაცია 2026 წელს

რომელია ყველაზე დაცული მესინჯერი? - 8 საუკეთესო აპლიკაცია 2026 წელს

BM.GE

ისეთი საექსპორტო ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით - „ფაფრის ველი“

ისეთი საექსპორტო ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით - „ფაფრის ველი“

BM.GE

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

BM.GE

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE