მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს გაფართოება შეცვლის თამაშის წესებს" - DFC-ის დირექტორი ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობაზე
"ეს გაფართოება შეცვლის თამაშის წესებს" - DFC-ის დირექტორი ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობაზე

"ეს გაფართოება შეცვლის თამაშის წესებს" - DFC-ის დირექტორი ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობაზე

BM.GE25 ივნისი, 2026, 14:58|bm.ge

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მმართველი დირექტორის, კენეთ ენჯელის განცხადებით, ფოთის ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების ზრდას შეუწყობს ხელს და ტრანსკასპიური დერეფნის მნიშვნელობას გააძლიერებს.

ენჯელმა ფოთის პორტის Pace-ის ტერმინალის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთელი რეგიონისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს.

"ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის პროგრესისა და წინსვლის სიმბოლოდ გვევლინება. 2022 წელს ამ მოდერნიზებული პორტის გახსნის დღიდან, მან არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და ევროპასა თუ ცენტრალურ აზიას შორის მზარდ სავაჭრო მომსახურებაში. დღეს კი, როდესაც ტრანსკასპიური დერეფნის მასშტაბით ვაჭრობა მუდმივად იზრდება, ჩვენ საფუძველს ვუყრით პორტის შემდგომ გაფართოებას.

ეს პროექტი მას მისცემს შესაძლებლობას ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. გლობალური მოთხოვნების აღნიშნული გაფართოება ფოთის პორტის საშუალებას მისცემს მიიღოს ბევრად უფრო დიდი ზომის გემები, გაატაროს მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. DFC არის ამერიკის მთავრობის საინვესტიციო ერთეული. ეს უზრუნველყოფს გლობალური მიწოდების ჯაჭვს, მუშაობს პირდაპირ კერძო სექტორთან გრძელვადიანი ინვესტიციების ფარგლებში. ეს პრიორიტეტად ისახავს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკას, ვინაიდან ეს წარმოადგენს მყარი ეკონომიკის საფუძველს. ვაჭრობა და დაკავშირებადობა ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. DFC არის ხანგრძლივი პარტნიორი ფოთის პორტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ ფოთის პორტის განვითარებაში. ეს გაფართოება მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშის წესებს. დაახლოებით 1 მილიონი ტონა დაემატება ტვირთბრუნვას და ტრანსკასპიურ დერეფანს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. DFC-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია ფოთის პორტი, რომელმაც მნიშვნელოვნად და ღირსეულად შეასრულა ყველა ნაბიჯი მისი განვითარებისთვის,"- განაცხადა კენეთ ენჯელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ ქართულ კომპანია PACE Group-თან ფოთის ახალი საზღვაო პორტის განვითარების ფარგლებში დამატებით 25 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება მეორე ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.

პროექტის განხორციელების შედეგად ფოთის ახალი საზღვაო პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით 1 მილიონი ტონით გაიზრდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.

აღნიშნული შეთანხმება DFC-სა და PACE Group-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაა. 2020 წელს DFC-მა ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის კომპანიას 50 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო.

ფოთის პორტის გაფართოების პროექტის საერთო ღირებულება 130 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 55 მილიონი დოლარი PACE-ის კონტრიბუციაა, ხოლო 75 მილიონი დოლარი - DFC-ის მიერ გამოყოფილი გრძელვადიანი სესხი.

PACE Group-ის ინფორმაციით, პროექტის მეორე ფაზა ითვალისწინებს დამატებითი ნავმისადგომის მშენებლობას, რაც პორტს ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას გაუზრდის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ [ekalata.gov.ge-ს] სწორად მუშაობას - კობახიძე

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ [ekalata.gov.ge-ს] სწორად მუშაობას - კობახიძე

BM.GE

ფოთის ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით გაიზრდება - PACE International-ის დირექტორი

ფოთის ახალი ნავსადგურის ტვირთბრუნვა 1 მილიონი ტონით გაიზრდება - PACE International-ის დირექტორი

BM.GE

TAV Georgia ბათუმის აეროპორტის გაფართოებაში $5 მილიონის ინვესტიციას დებს - რას მოიცავს პროექტი?

TAV Georgia ბათუმის აეროპორტის გაფართოებაში $5 მილიონის ინვესტიციას დებს - რას მოიცავს პროექტი?

BM.GE

ფოთის პორტის II ფაზის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 3 მლნ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი

ფოთის პორტის II ფაზის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 3 მლნ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE