ორიგინალი
„ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზე
BM.GE·21:00

„ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზე

12 ოქტომბერი, 2026 · 21:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვასილ მანაგაძის შეფასებით, რუსეთის ბაზარზე ჭარბი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, რუსული მხარის მიერ ქართული სასმელების იმპორტის შეზღუდვა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ რუსეთს ხელს არაფერი შეუშლის, ემბარგო მთლიანად დარგზე ან სხვა სექტორებზეც დააწესოს: „ჩვენ რეალურად მტერ სახელმწიფოსთან 70%-იანი დამოკიდებულება გვაქვს და რასაკვირველია, ამ ჰიბრიდული ომის პირობებში, ეს არის აბსოლუტურად იარაღი ჩვენი მტრის ხელში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ხელით გადასცა, ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ქართულ ოცნებას“ რაღაც მიზეზით, ეს უკვე თვითონ უნდა განმარტონ, რაზეა აქ საუბარი“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.

დარგის წარმომადგენელი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ემბარგო" რუსეთის ხელში იარაღია და შესაბამისი უწყებები სიჩუმის ნაცვლად, საყვირით უნდა იცავდნენ ქვეყნის პოზიციებს.

„ეს არის იარაღი რუსეთის ხელში, რომელსაც ის ჩვენს წინააღმდეგ, მანიპულაციისთვის იყენებს. ყველას კარგად ესმის, რომ მიზეზი თითიდან გამოწოვილია, რომელიმე ერთი მიმართულებით რომ დაფიქსირებულიყო შეუსაბამობა, კიდევ რაღაც ლოგიკაში ჩაჯდებოდა, მაგრამ ღვინო, ლუდი, მინერალური წყალი - ამ კომპანიებს ექსპორტი სხვა არაერთ ქვეყანაში აქვთ და მათი ხარისხი საეჭვო არა მგონია, იყოს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ რეაგირებაა, რასაც სახელმწიფო აკეთებს ამ შემთხვევაში. ყველაზე გამაოგნებელი ამ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად, არის ის დუმილი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოდან და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოდის. ღვინის ეროვნული სააგენტო საყვირით უნდა დარბოდეს და თავის პოზიციებს იცავდეს, იმიტომ, რომ ყველა ამ დოკუმენტზე, ამ კომპანიების ექსპორტირებულ დოკუმენტზე ხელს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აწერს", - ამბობს ვასილ მანაგაძე.

რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი. საკითხთან დაკავშირებით, დღეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას რუსული ემბარგოს შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ნანახი აქვს, თუმცა კონკრეტული კომპანიების პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზი იქ ნათლად არ არის განმარტებული. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რუსეთის შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ეს ჯერ კლანჭების გამოჩენაა .. ყვითელი ბარათი ამოუღეს „ოცნებას“ რაღაც მიზეზით“ - ვასილ მანაგაძე რუსულ ემბარგოზე

თემა: ოცნების

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • რუსთავი 2·03:22
    ხელისუფლებების ცვლილების შემუშავებული სქემა და არჩევნებით მანიპულირების ინსტრუქტაჟი - "ქართული ოცნების" წევრების განმარტებით, USAID-ის ფაილებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა მიზნების განხორციელება სურდათ საქართველოში ე.წ მდიდარ ენჯეოებს
  • ტვ პირველი·01:40
    ვისი გადაწყვეტილებით ჩატარდა ბათუმის მატჩი? - “ოცნების” ექს ლიდერის მწვავე შეფასება და 7 მთავარი კითხვა ყოფილ თანაგუნდელებს
  • GHN·23:01
    ქართველი მაღალჩინოსნის ფეხის დადგმა ბელარუსში რუსეთთან შესახვედრად, პირდაპირ განცხადებაა, რომ იგი არის ანტიუკრაინული სამხედრო ალიანსის ტერიტორიაზე და ამას ჰქვია, რომ მშვიდობა უნდა „ქართულ ოცნებას“? - ნიკა გვარამია
  • ინტერპრესნიუსი·21:04
    ელენე ხოშტარია - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, როგორმე მიჩქმალონ ომის ნაწილი, რომ თავიდან აირიდონ დიდი პროტესტი
ოცნებისრუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·01:10

ბელგიაში გახსნილი თანამგზავრების ქარხანა უმსხვილესია ევროპაში

ბელგიაში გახსნილი თანამგზავრების ქარხანა უმსხვილესია ევროპაში
BM.GE·01:00

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების სრული გაყვანა დააანონსა

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების სრული გაყვანა დააანონსა
BM.GE·00:50

ილონ მასკის Neuralink-მა ტვინის იმპლანტის საბოლოო კვლევისთვის FDA-ს ნებართვა მიიღო

ილონ მასკის Neuralink-მა ტვინის იმპლანტის საბოლოო კვლევისთვის FDA-ს ნებართვა მიიღო
BM.GE·00:40

რატომ აფრთხილებს S&P Nvidia-ს საკრედიტო რეიტინგის შემცირებაზე

რატომ აფრთხილებს S&P Nvidia-ს საკრედიტო რეიტინგის შემცირებაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.