მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?
რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 05:00|bm.ge

იაპონურმა ავტომწარმოებლებმა, Nissan-მა და Honda-მ ავტომობილების კომპიუტერული ნაწილებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივად შემუშავების მიზნით შეთანხმება გააფორმეს. კომპანიების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტრანსპორტი ბაზარზე 2029 წელს გამოვა.

შეთანხმების თანახმად Nissan-ი და Honda ელექტრონული მართვის ბლოკების სტანდარტიზებულ ნაწილებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას გააზიარებენ, რაც მათ საწარმოო ხარჯებს შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ელექტრომობილებისა და საავტომობილო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყეს და როგორც ჩანს, ამ პროცესმა შედეგიც გამოიღო.

კომპონენტების გაზიარება და ერთობლივი კვლევები ხარჯების შემცირებასა და შემუშავების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად, ხოლო წარმოების ეტაპზე მასშტაბის ეკონომიით კომპანიების ეფექტიანობაც გაიზრდება.

ექსპერტების შეფასებით, კონკურენტების გაერთიანება ჩინეთიდან მომავალ ზეწოლას უკავშირდება, რომელმაც იაპონურ ავტოინდუსტრიას დიდი საფრთხე შეუქმნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

BM.GE

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

BM.GE

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

BM.GE