მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 17:52|bm.ge

ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში, ტოლედოს პროვინციაში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს პირველადი მონაცემებით, Renfe-ს AVE-ს კლასის მატარებელი გაჩერებულ Iryo-ს შემადგენლობას უკნიდან დაეჯახა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დარტყმის შედეგად ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. ავარია ურდას სადგურთან, ადგილობრივი დროით 08:54 საათზე მოხდა.

მომხდარის გამო, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერატორმა Adif-მა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. კომპანიის ცნობით, ორივე მატარებელი მადრიდი-სევილიის მარშრუტზე მოძრაობდა.

კასტილია-ლა-მანჩის რეგიონულმა მთავრობამ საგანგებო რეაგირების გეგმა აამოქმედა და ადგილზე მეხანძრეები და სამედიცინო ვერტმფრენები გაგზავნა. შექმნილი ვითარების გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი ოფიციალური შეხვედრები გააუქმა, საარჩევნო ღონისძიებები შეაჩერეს პოლიტიკურმა პარტიებმაც. ამ ეტაპზე ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიმდინარე წლის იანვარში სამხრეთ ესპანეთში, სარკინიგზო კატასტროფა ადამუსთანაც მოხდა, სადაც შემთხვევას 46 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

8 წელი იდეიდან რეალობამდე - ყაზბეგში ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ გაიხსნა

8 წელი იდეიდან რეალობამდე - ყაზბეგში ახალი დიზაინ-სასტუმრო „ლენსი“ გაიხსნა

BM.GE

„ზამთრის დაბალი სეზონი რომ არ დაიკარგოს“ - რატომ იღებს პარლამენტი აზარტულ თამაშებზე კანონს დაჩქარებულად

„ზამთრის დაბალი სეზონი რომ არ დაიკარგოს“ - რატომ იღებს პარლამენტი აზარტულ თამაშებზე კანონს დაჩქარებულად

BM.GE

ევროპაში თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება: InexPay მომხმარებლებს SEPA გადარიცხვებს სთავაზობს

ევროპაში თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება: InexPay მომხმარებლებს SEPA გადარიცხვებს სთავაზობს

BM.GE

ჩინური იუანის აქტივების წილი საქართველოს სავალუტო რეზერვებში 15%-მდე გაიზრდება - ნათია თურნავა

ჩინური იუანის აქტივების წილი საქართველოს სავალუტო რეზერვებში 15%-მდე გაიზრდება - ნათია თურნავა

BM.GE