მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?
ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 01:10|bm.ge

ესპანეთში 29 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის სოციალისტმა პრემიერმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე დღეს, 5 ოქტომბერს, განაცხადა.

სანჩესის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს და მომდევნო არჩევნები ქვეყანაში 2027 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა საპროტესტო აქციების ფონზე, მთავრობას ვადამდელი არჩევნების ჩატარება უწევს.

"ჰორიზონტისთვის თვალის ერთი გადავლებითაც კი ჩანს, რომ მსოფლიო ტრანსფორმაციის ძალიან რთულ ეპოქაშია. მწამს ჩემი თანამოქალაქეების, რადგან ვიცი, რომ თქვენ ხართ მამაცი და ემპათიური ხალხი, რომელიც ღირსეულად ხვდება გამოწვევებს და არ ეშინია იყოს პირველი ან ერთადერთი, ვინც გადადგამს ნაბიჯს და ისტორიის სწორ მხარეს დადგება", - განაცხადა სანჩესმა.

არჩევნების გამოცხადებას წინ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დემონსტრაციები უძღოდა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ე.წ საბინაო კრიზისის მოგვარებას ითხოვდნენ, თუმცა სანჩესის მთავრობის გეგმას ესპანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ქვეყანაში "საბინაო კრიზისთან" დაკავშირებული საპროტესტო აქციები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ თვეში 87 წლის მარიკარმენ აბასკალი ბინიდან გამოასახლეს, სადაც ის ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა.

BMG დაინტერესდა რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან. ესპანეთში მიგრაცია საკმაოდ მაღალია, რასაც ფულადი გზავნილები მოწმობს. 2026 წლის 8 თვეში საქართველოში ესპანეთიდან თითქმის 70 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა გზავნილებში მე-8 ადგილს იკავებს. ბოლო წლებში ესპანეთიდან ფულადი გზავნილები მუდმივად იზრდება:

• 2025 წელი - 94 მლნ დოლარი; • 2024 წელი - 70.4 მლნ დოლარი; • 2023 წელი - 62 მლნ დოლარი; • 2022 წელი - 57 მლნ დოლარი;

რაც შეეხება ტურიზმს, 2026 წლის პირველ ნახევარში ესპანეთიდან ვიზიტორები 39%-ით 11 ათასამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილიდან Wizz Air-მა მადრიდის მიმართულებით პირდაპირი რეისები განაახლა. ქუთაისის აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი.

ესპანეთიდან ინვესტიციების მოცულობა გასულ წელს 67 მლნ დოლარი შემოვიდა, 2024 წელს კი პირიქით ინვესტიციები გავიდა [სავარაუდოდ, ეს უკავშირდებოდა ესპანურ კომპანიასთან სავალო ვალდებულებების გადახდას]. მიმდინარე წლის ორ კვარტალში კი ინვესტიციების მოცულობა ჯამში დაახლოებით 2 მლნ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვაჭრობას, 2026 წლის 8 თვეში საქართველო-ესპანეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3%-ით 209.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი მხოლოდ 28 მლნ დოლარი იყო, იმპორტი კი - 181 მლნ დოლარი. საქართველო ესპანეთში ფეროშენადნობებს, თხილს და სასუქებს ყიდის, ხოლო იქიდან ტანსაცმელი და სარემონტო მასალები შემოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთში ჯიადას საბადოს ლითიუმის მარაგი 70%-ით გაიზარდა

ჩინეთში ჯიადას საბადოს ლითიუმის მარაგი 70%-ით გაიზარდა

BM.GE

რას მოიცავს Huawei-სა და Qualcomm-ის მრავალწლიანი საპატენტო შეთანხმება?

რას მოიცავს Huawei-სა და Qualcomm-ის მრავალწლიანი საპატენტო შეთანხმება?

BM.GE

Deutsche Telekom-ში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი €2.5 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცემთ

Deutsche Telekom-ში აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი €2.5 მილიარდის დაზოგვის საშუალებას მისცემთ

BM.GE

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

BM.GE