მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო - სიორიძე
როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო - სიორიძე

როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო - სიორიძე

ტვ პირველი17 ნოემბერი, 2026, 14:50|tvpirveli.ge

როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული. როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა და მიიჩნევ ასეთად, შესაბამისად უნდა იმოქმედო - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მანამდე მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა, რამდენად სერიოზულად ეკიდება პარტია არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას და არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვას.

„ზედმეტი არასაჭირო დესტაბილიზაციისგან ნამდვილად უნდა ვიხსნათ ქვეყანა. ნამდვილად შეიძლება უფრო ცივილიზებული ზომების და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა, როდესაც გყავს დემოკრატიული ხელისუფლება და არა ავტოკრატიული რეჟიმი, როგორადაც ჩვენ ვაფასებთ. რაც შეეხება არჩევნებს, როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული. როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა და მიიჩნევ ასეთად, შესაბამისად უნდა იმოქმედო. როდესაც ხედავ, რომ დემოკრატიული მექანიზმები არის ხელყოფილი მმართველი ძალის მიერ, უნდა გქონდეს შესაბამისი ადეკვატური პასუხი. 4 არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ 2021 და 2025 წლების არჩევნების შედეგები ვაღიარეთ, ვმუშაობდით საკრებულოებში შეუფერხებლად. 2020 და 2024 წლების არჩევნები განსხვავებული მოცემულობა იყო. 2020 წლის არჩევნებზეც იყო დარღვევები, გაყალბება, გვქონდა ჩვენი პოლიტიკური შეფასება და შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ოღონდ ეს პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა „ქართული ოცნების“ გამო. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ვმონაწილეობდით პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის სივრცეში. ასეთი სივრცე შეიქმნა პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით. ეს იყო სწორედ ჩვენი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა, როგორც ოპოზიციური პარტიის, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი. მოვაწერეთ ხელი პოლიტიკურ შეთანხმებას. შემდეგ უბრალოდ „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ცალმხრივად. ამის შემდეგაც მოვუწოდებდით, რომ დაბრუნდებოდნენ პოლიტიკურ შეთანხმებას, იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილიყო. ამის ფონზე შევედით პარლამენტში, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სიორიძემ.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ჟურნალისტური გამოძიება ისრაელში - ნეთანიაჰუს გარემოცვას, არჩევნების დღეს ოპონენტების უკანონო დაკავების ორგანიზებაში ადანაშაულებენ​რუსთავი 2
  • არჩევნების გამო, ილონ მასკის Tesla-სა და SpaceX-ის შეფასება $420 მილიარდით შემცირდაBM.GE
  • ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებსფორმულა
  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
არჩევნების →ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

დაიმშვიდეთ ნერვები! - არჩილ გორდულაძემ სასამართლოზე სააკაშვილის პოსტი წაიკითხა

ტვ პირველი

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო

ტვ პირველი

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ნადარაიამ უპასუხა კითხვას, ვინ იმყოფებოდა "ოცნებიდან" საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ტვ პირველი

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ტვ პირველი