მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-ს დაფინანსებით,ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბანში ახალი ავტომატური სადგური დაემატა
EU-ს დაფინანსებით,ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბანში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

EU-ს დაფინანსებით,ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბანში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

BM.GE7 ივნისი, 2026, 19:17|bm.ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. თაზაქენდში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი კიდევ 9 ავტომატური სადგურით გაფართოვდება.

"ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოვებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება ზუსტი მონაცემების, მიზანმიმართული ქმედებებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ თამარ შარაშიძემ.

"ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესრელიზში.

"ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებას, დაბინძურების წყაროების გამოვლენას და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის ადგილებში. იქ, სადაც ჰაერი სუფთაა, ადამიანის ჯანმრთელობა უკეთესია, მკურნალობის ხარჯი ნაკლებია, ხოლო ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, რომელთა საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში ხორციელდება. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომია ონლაინ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE