მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვიეს - Euroscope
EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვიეს - Euroscope

EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვიეს - Euroscope

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 21:33|bm.ge

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიუწვევიათ - ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Euroscope-ი ავრცელებს.

მიმდინარე წელს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი 2026 წლის 15 და 16 ნოემბერს, სლოგანით "უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა" გაიმართება.

ღონისძიება იქნება "საკვანძო შეხვედრა როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორი ქვეყნების წამყვანი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი ლიდერებისთვის, რათა განიხილონ კავშირისა და მისი წევრობის სამომავლო ტრაექტორია", - ნათქვამია ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატის (DG ENEST) პრესრელიზში.

2026 წლის ფორუმის მიზანია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივების განხილვა მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, ასევე ყველა ჩართული მხარისთვის მოქმედების ახალი იმპულსის მიცემა, რათა კურსი შენარჩუნდეს და პროცესი წინ წავიდეს.

ღონისძიების მასპინძელია ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. ფორუმი განკუთვნილია საკვანძო აქტორებისთვის, ექსპერტებისთვის, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებისა და ყველასთვის, ვინც ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიების წინსვლაში აქტიურად არის ჩართული.

ფორუმის ამოცანაა პროცესის წინსვლისთვის ძირითადი მხარეების ჩართულობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა, გაფართოების კონკრეტული სცენარების, მათი სარგებლის, გამოწვევებისა და პოტენციური რისკების გაანალიზება, ასევე გაფართოებისა და შესაბამისი ქვეყნების მიმართ პოზიტიური აღქმის გაძლიერებასა და გავრცელებაში ხელშეწყობა.

დადასტურებულ სპიკერებს შორის არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კრიპტომატის განცხადება

კრიპტომატის განცხადება

BM.GE

"პოზიტიურად განცვიფრებული ვარ. ამას 6 წლის წინ ვლაპარაკობდი" - გიორგი ქობულია შუამავლების ჩახსნაზე

"პოზიტიურად განცვიფრებული ვარ. ამას 6 წლის წინ ვლაპარაკობდი" - გიორგი ქობულია შუამავლების ჩახსნაზე

BM.GE

ჩვენი ავიაკომპანია კვირაში 4 რეისს ასრულებს, ტვირთების დიდი წილი ელექტრონულ კომერციაზე მოდის - CAMEX Airlines

ჩვენი ავიაკომპანია კვირაში 4 რეისს ასრულებს, ტვირთების დიდი წილი ელექტრონულ კომერციაზე მოდის - CAMEX Airlines

BM.GE

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE