მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "EU-ს სჯერა სამხრეთ კავკასიის ნათელი მომავლის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა
"EU-ს სჯერა სამხრეთ კავკასიის ნათელი მომავლის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა

"EU-ს სჯერა სამხრეთ კავკასიის ნათელი მომავლის" - ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა

BM.GE1 ივლისი, 2026, 18:50|bm.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში ჩავიდა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვიზიტის მიზანია ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორობა გაღრმავდეს ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

„ევროკავშირს სჯერა სამხრეთ კავკასიის ნათელი მომავლის: ურთიერთდაკავშირებულს, მშვიდობიანს და კეთილდღეობის მქონეს. ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ამ მომავლის შენებაში. მე ასევე აქ ვარ ევროკავშირ-აზერბაიჯანს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად ვაჭრობიდან ტრანსპორტამდე, და ენერგეტიკიდან ეკონომიკამდე“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთში ჩავა პროევროპულ მთავრობის მხარდასაჭერად. ვიზიტის ფარგლებში ფონ დერ ლაიენი შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია. ფონ დერ ლაიენთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიც ჩავა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ვიზიტისას ოთხ პრიორიტეტზე გამახვილდება ყურადღება:

• სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; • რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის გაუმჯობესება; • სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; • რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა;

ეს იქნება ბოლო ორ თვეში ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვიზიტი სომხეთში. აღსანიშნავია, რომ 4 ივნისს რუსული ემბარგოს საპასუხოდ ევროკავშირმა სომხეთის დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ათიათასობით საარტილერიო ჭურვს მიაწვდის

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ათიათასობით საარტილერიო ჭურვს მიაწვდის

BM.GE

საქართველოს მზესუმზირის იმპორტი გაუძვირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოს მზესუმზირის იმპორტი გაუძვირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

BM.GE

საცალო ბაზაზე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია გადავადდა

საცალო ბაზაზე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია გადავადდა

BM.GE

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტი 104%-ით აითვისა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტი 104%-ით აითვისა

BM.GE