მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-სომხეთის სამიტი - მსოფლიო ლიდერები ერევანში უკვე ჩავიდნენ
EU-სომხეთის სამიტი - მსოფლიო ლიდერები ერევანში უკვე ჩავიდნენ

EU-სომხეთის სამიტი - მსოფლიო ლიდერები ერევანში უკვე ჩავიდნენ

BM.GE4 მაისი, 2026, 16:05|bm.ge

4-5 მაისს სომხეთი "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობისა" და ევროკავშირი-სომხეთის სამიტებს მასპინძლობს.

სამიტზე დასასწრებად სომხეთში ჩავიდნენ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტრამერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, კანადის პრემიერი მარკ კარნი, მოლდოვის პრემიერი მაია სანდუ და სხვა ლიდერები. კანადის პრემიერი, როგორც არაევროპული ქვეყნის წარმომადგენელი, პირველად მიიღებს მონაწილეობას თანამეგობრობის სამიტში. სომხეთში ასევე ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

"მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს" - ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამიტი არის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების კარგი შესაძლებლობა განსაკუთრებით ისეთი მიმართულებით როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ციფრული თანამშრომლობა.

ლიდერები ასევე განიხილავენ გლობალურ გამოწვევებს მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომსა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისს.

სამიტის დასასრულს გავრცელდება ერთობლივი დეკლარაცია, ასევე ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს, რაც სომხეთ-ევროკავშირს შორის თანამშრომლობას უფრო გააღრმავებს.

ერევნის სამიტს თანათავმჯდომარეობას გაუწევენ: ანტონიუ კოშტა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE