მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე
EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე

EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 16:50|bm.ge

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძის შეფასებით, ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღება ძალიან კარგი იქნება.

საქმე ის არის, რომ უცოხოური მედიის ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს.

როგორც ყოფილი პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, ის, რომ ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, საზოგადოების და პირველ რიგში, თავისუფალი მედიის დამსახურებაა.

რომან გოცირიძის თქმითვე, თუ ყულევის ქარხანა განვითარდება და 2028 წელს მართლაც დაიწყებს დიზელისა და ბენზინის წარმოებას, ეს კარგი იქნება.

"ევროკავშირი აპირებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას. ეს არის ძალიან კარგი.

როგორც ირკვევა, შეასრულეს მათ აღებული ვალდებულება, ჩაეხსნენ სისხლიან რუსულ ნავთობს და ლიბიიდან დაიწყეს შემოტანა.

თუ ეს ქარხანა განვითარდება და 2028 წელს მართლაც დაიწყებს დიზელისა და ბენზინის წარმოებას, ეს იქნება კარგი საქმე.

დღეისათვის, მხოლოდ დიზელის ნაევარფაბრიკატს უშვებენ - იმას, რაც რუსეთიდან შემოჰქონდათ და შემდეგ ქართული პროდუქციის სახით ექსპორტზე გაჰქონდათ, რაც რუსეთის დახმარება იყო სანქციების გვერდის ავლაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქარხანა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან (მესაკუთრეებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე), საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება სასიკეთო როლი ითამაშოს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებაში", - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ: ევროკავშირმა ყულევის ქარხანა სანქციების სიაში ივლისში შეიყვანა და ნედლი ნავთობის მომწოდებლების შესაცვლელად ექვსი თვე მისცა. სიიდან ქარხნის ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. თუ ისინი წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, ქარხანაზე ფინანსური გარიგებების შეზღუდვა აღარ ამოქმედდება.

ქარხნის მფლობელი და ოპერატორი Black Sea Petroleum-ის განცხადებით, საწარმო 23 აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს და ამ პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში 86,300 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო მომწოდებელი ქვეყანა მხოლოდ ლიბია იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

BM.GE

კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეულ პრობლემებს შეუქმნიდა - კობახიძე

კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეულ პრობლემებს შეუქმნიდა - კობახიძე

BM.GE

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე

BM.GE

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

BM.GE