მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეულ პრობლემებს შეუქმნიდა - კობახიძე
კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეულ პრობლემებს შეუქმნიდა - კობახიძე

კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეულ პრობლემებს შეუქმნიდა - კობახიძე

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 16:48|bm.ge

ირაკლი კობახიძე კაზინოების სექტორში სახელმწიფოს პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული სფერო საქართველოში წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ტურიზმის სექტორის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ჩამოყალიბდა.

მისი თქმით, კაზინოების საქმიანობაში ერთბაშად და უხეშად ჩარევა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნიდა.

კობახიძემ სუროგაციის სფეროსთან პარალელი მედიის კითხვის პასუხად გაავლო და აღნიშნა, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული საკითხია. მისივე განმარტებით, კაზინოების სექტორში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ცვლილებები სფეროს რეგულირების ჩარჩოში მოქცევას ემსახურებოდა და არა საქმიანობის გამარტივებას.

„ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამეა. საქართველოში ერთი ის არის, რომ კაზინოები ძალიან ბევრი წელია მოქმედებს და ეს სექტორი ასე, მათ შორის ტურიზმის სექტორის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად განვითარდა. შესაბამისად, ამ სექტორს ერთბაშად და უხეშად რომ შეეხო, ეს ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმისთვის პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს გამოიწვევს. ათწლეულებია არაფერს ვამარტივებთ ეს ტყუილია. პირიქით, კონკრეტული მიმართულება ჩარჩოებში მოექცა; არანაირი გამარტივება ეს არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩასატარებლად საგადასახადო შეღავათები დამტკიცდა. დეპუტატ შოთა ბერეკაშვილისა და „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 27-28 ოქტომბრის სესიაზე სამი მოსმენით დაამტკიცა. ძირითადი პირობები და ცვლილებები:

• შეღავათები: თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, კაზინო თავისუფლდება კლუბის მაგიდის მოსაკრებლისგან (მოქმედი განაკვეთით 4 000–14 000 ლარი კვარტალში), ხოლო უცხოელი მონაწილეების მოგება - საშემოსავლო გადასახადისგან. სხვა პირთა შემოსავალი 20%-ით დაიბეგრება. • მოთხოვნები: ტურნირის ჩატარება მხოლოდ სამორინეს ლიცენზიის მფლობელებს შეეძლებათ. მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხოელი უნდა იყოს. • ნებართვა და სანქციები: ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭიროა ცალკე ნებართვა (წლიურად 100 000 ლარი). პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარია, ხოლო უნებართვო ტურნირისთვის - 150 000 ლარი (შესაძლოა ნებართვის გაუქმებაც).

შეგახსენებთ, კვირას 22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა, ამჯერად - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • კობახიძე: ბედნიერები ვართ, რომ [ეკლესიასთან] ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზერუსთავი 2
  • მოსკოვი კობახიძის სპეცწარმომადგენელთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში ელოდება - მიხაილ გალუზინის განცხადებატვ პირველი
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

BM.GE

EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე

EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე

BM.GE

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე

BM.GE

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

BM.GE