მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Euromoney-მ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
Euromoney-მ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

Euromoney-მ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა

BM.GE17 ივლისი, 2026, 21:06|bm.ge

საქართველოს ბანკი Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა.

Euromoney, გლობალური ფინანსური გამოცემა, Awards for Excellence-ის ფარგლებში, უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობით.

„მოხარული ვართ, რომ Euromoney-ის Awards for Excellence 2026-ზე საქართველოს ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ აღიარეს. ეს ჯილდო ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისკენ მუდმივი სწრაფვის შედეგია. მადლობას ვუხდით Euromoney-ს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, — აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე კუპრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ფარგლებში ფასდება როგორც ბანკები, ისე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები და ტექნოლოგიური კომპანიები. წლევანდელი კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 100-ზე მეტი ქვეყნიდან რამდენიმე ასეული ფინანსური ინსტიტუტი მონაწილეობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE