
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშების განხორციელებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.
როგორც ირკვევა, მოსკოვი ამ ნაბიჯის გადადგმას რუსულ ნავთობგადასამუშავებელ საწარმოებსა და საწვავის ობიექტებზე კიევის მიერ მიტანილი იერიშების საპასუხო ზომად მიიჩნევენ.
კრემლის გეგმებზე უკვე საუბრობენ კიევში, სადაც აცხადებენ, რომ ქვეყანა საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის და რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა ქვეყნის ენერგეტიკული ქსელს მეტწილად დაუცველს დატოვებს.
დრონების მწარმოებელი კომპანია Fire Point-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირინა ტერეხი არ გამორიცხავს, რომ მოახლოებული ზამთარი ქვეყნისთვის გასულ წელზე გაცილებით რთული აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომი უკვე ოთხ წელზე მეტია მიმდინარეობს. გასული ზამთრის განმავლობაში რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ენერგოსისტემაზე მიტანილმა მასიურმა სარაკეტო დარტყმებმა მილიონობით მოქალაქე ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა.
BM.GE
წყარო: bm.ge