მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირი და უნგრეთი 17 მილიარდი ევროს განბლოკვაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
ევროკავშირი და უნგრეთი 17 მილიარდი ევროს განბლოკვაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

ევროკავშირი და უნგრეთი 17 მილიარდი ევროს განბლოკვაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

BM.GE29 აპრილი, 2026, 00:42|bm.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი 17 მილიარდი ევროს განბლოკვის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან.

ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა იმ ფინანსურ რესურსებს შეეხება, რომელთა უნგრეთისთვის მიწოდებაც კანონის უზენაესობის დარღვევის გამო ორბანის მთავრობის დროს შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან 11 მილიარდი ევრო ($13 მლრდ.)

პოსტპანდემიური აღდგენის ფონდშია შენახული. როგორც ირკვევა, შეთანხმების შემთხვევაში უნგრეთს ვალდებულება ექნება, აგვისტოს ბოლომდე გაატაროს ყველა საჭირო რეფორმა, რათა დასახელებულ სახსრების ათვისება შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხებზე წვდომა უნგრეთს საბოლოოდ შეეზღუდება.

ევროპელი მაღალჩინოსნების შეფასებით, პეტერ მადიარს ბრიუსელთან მოლაპარაკება არ გაუჭირდება, რადგან 12 აპრილის არჩევნების შედეგად მიღებული საპარლამენტო სუპერუმრავლესობა საშუალებას მისცემს, ყველა საჭირო საკანონმდებლო ცვლილება განახორციელოს.

როგორც ირკვევა, მხარეებს შორის წინასწარი კონსულტაციები უკვე ორჯერ გაიმართა, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ მადიარისა და ფონ დერ ლაიენის შეხვედრები შედეგს მალევე გამოიღებს. ევროკომისიის პრესსპიკერის, ოლოფ გილის განცხადებით, ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის დიალოგი სტრუქტურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი სარგებელს დროულად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უნგრეთს დაფინანსება ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაუყინა. აღნიშნული გადაწყვეტილება დემოკრატიული სტანდარტების დარღვევასა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანაიმედი
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE