მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროკავშირის ელჩი დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს" - კახა კალაძე
"ევროკავშირის ელჩი დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს" - კახა კალაძე

"ევროკავშირის ელჩი დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს" - კახა კალაძე

BM.GE1 მაისი, 2026, 04:25|bm.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ.

ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ თქვა: "ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში".

კალაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩი "დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს".

„წარმოუდგენელი იყო ბატონი ჰერჩინსკის აღნიშნული განცხადება და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო არჩევნებს, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ამ ქვეყანაში ჩამოსული, დაკავებული უნდა იყოს დიპლომატიური საქმიანობით, დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს, პირდაპირ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა თავისი განცხადებებით. ბოლო განცხადება, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე იყო - საქართველოში შიდა დაპირისპირება დაგვიანონსა, ბნელ წარსულში დაბრუნება დაგვიანონსა. ქვეყანაში არის მშვიდობა, სიმშვიდე, ეკონომიკურად წინ მივდივართ. შევედაროთ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა ჩვენთან და რა მდგომარეობაა ევროპულ ქვეყნებში. რა წარსულში დაბრუნებაზეა საუბარი? მაგრამ აქ არის მთავარი: თუ ადრე შენიღბულად აკეთებდნენ, დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად, ყველანაირი ნიღაბი ჩამოიხსნეს და უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ უნდათ, ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტები, ადამიანები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, რასაც დაავალებენ, ყველაფერს გააკეთებინებენ. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი და ვიცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. ამიტომ ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"ბრიუსელის განცხადებები ძირს უთხრის ურთიერთობებს, რომელიც პარტნიორებს შორის შეიძლება არსებობდეს" - მაკა ბოჭორიშვილი

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას ევროკავშირის წევრობის გზას აშორებს - EU-ის წარმომადგენლობა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ევროკავშირმა კიევისთვის ფულის სასესხებლად უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანაიმედი
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

BM.GE