მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების საკითხს განიხილავენ

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 00:41|bm.ge

14-15 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელონ.

როგორც ირკვევა, მხარეები იმ ფრანგულ-გერმანულ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც მიზნად ორ მხარეს შორის არსებული დეფიციტის შემცირებას ისახავს. კონკრეტიკისთვის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დეფიციტი გასულ წელს 360 მილიარდი ევრო ($402 მლრდ.) იყო, 2026 წლის პირველ ექვს თვეში კი უკვე 200 მილიარდ ევროს მიაღწია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოცემულობა მიუღებელია და ევროპული მხარე მის შესამცირებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა კი განაცხადა, რომ გასულ კვირას დადებული მნიშვნელოვანი შეთანხმების მიუხედავად, კვლავ საჭიროა მუშაობა, რათა დეფიციტი სრულად იქნეს აღმოფხვრილი.

ცნობისთვის, აზიური ქვეყნიდან მანქანებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მზარდმა ექსპორტმა ადგილობრივ ინდუსტრიას საფრთხე შეუქმნა და ევროპაში სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მხარეები უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, თავდაცვისა და მიგრაციის საკითხებსაც განიხილავენ, თუმცა ამ მხრივ კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 226 სტატია.

  • ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გახსნაფორმულა
  • "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან სიძულვილის ენის წახალისების კიდევ ერთ მაგალითზე საუბრობენ - დაიბარებენ თუ არა პაველ ჰერჩინსკის მორიგ ჯერზე საგარეო საქმეთა სამინისტროშირუსთავი 2
  • ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდისტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
ევროკავშირის →საკითხზე →

მსგავსი სტატიები

"დრამატული კლება არ გამოუწვევია" - როგორ აისახა ავტომობილების განბაჟების გაძვირება?

"დრამატული კლება არ გამოუწვევია" - როგორ აისახა ავტომობილების განბაჟების გაძვირება?

BM.GE

SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის მუშაობა შეზღუდა

SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის მუშაობა შეზღუდა

BM.GE

სექტემბერში აშშ-ის წლიური ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა

სექტემბერში აშშ-ის წლიური ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა

BM.GE

ჰუსიტებმა საუდის არაბეთში Aramco-ს სტრატეგიულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ჰუსიტებმა საუდის არაბეთში Aramco-ს სტრატეგიულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

BM.GE