მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციები გაამარტივა
ევროკავშირმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციები გაამარტივა

ევროკავშირმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციები გაამარტივა

BM.GE9 მაისი, 2026, 13:14|bm.ge

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამარტივებული წესების დანერგვაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. "ხელოვნური ინტელექტის ციფრული ომნიბუსის" სახელით ცნობილი ინიციატივა მიზნად ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ბიზნესის საქმიანობის შემსუბუქებას ისახავს. როგორც ირკვევა, ცვლილებები AI-აქტის აღსრულებას გაამარტივებს, თუმცა უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს შეინარჩუნებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი რეგულაციები მოქალაქეთა დაცვის მექანიზმებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. შეთანხმების საფუძველზე, აიკრძალა იმ AI-სისტემების გამოყენება, რომლებიც ინტიმური ხასიათის ყალბ კონტენტს უნებართვოდ ქმნიან. აღნიშნული აკრძალვა ე.წ. ნუდიფიკაციის აპლიკაციებსა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალებსაც ეხება. არსებული ინფორმაციით, ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის ოფისის უფლებამოსილებებიც გაიზარდა, რაც ზოგადი დანიშნულების მოდელებზე ზედამხედველობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ბიზნესსექტორს, ახალი რეგულაციები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებზეც გაავრცელებს. გამომგონებლებს, რომლებიც ახალ პროდუქტებს შექმნიან, ევროკავშირის დონის სპეციალურ რეგულირებულ სავარჯიშო სივრცეებზე, იგივე sandbox-ებზე წვდომაც გაეზრდებათ.

ცნობისთვის, "ხელოვნური ინტელექტის ციფრული ომნიბუსი" 2025 წლის 19 ნოემბერს წარადგინეს. ინიციატივა ევროკომისიის იმ ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპულ ბაზარზე ბიზნესის კეთების ხარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE