მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა რუსულ VK-ს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსულ VK-ს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსულ VK-ს სანქციები დაუწესა

BM.GE14 ივლისი, 2026, 03:12|bm.ge

ევროკავშირმა რუსული ტექნოლოგიური ჰოლდინგის, VK-სა და მის შვილობილი კომპანიის, Communication Platform LLC-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ბრიუსელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კრემლის მიერ მხარდაჭერილი მესენჯერის, MAX-ის შექმნაში კომპანიის როლს უკავშირდება.

ევროპული სტრუქტურების განცხადებით, დასახელებული აპლიკაცია მასობრივი თვალთვალისა და ცენზურის მიზნით შეიქმნა, მისი განვითარების პროცესს კი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მეთვალყურეობდა. ექსპერტების დასკვნით, ციფრულ პლატფორმას მომხმარებელთა კომუნიკაციის კონტროლის ფართო ფუნქციები აქვს.

არსებული ინფორმაციით, აპლიკაცია MAX-ის დანერგვასა და პოპულარიზაციას რუსეთში სხვა დამოუკიდებელი პლატფორმების, მათ შორის, Telegram-ისა და WhatsApp-ის ბლოკირება და შეზღუდვა ახლდა თან. ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰოლდინგი VK სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებს ტექნიკურად უჭერს მხარს.

საყურადღებოა, რომ გასულ თვეში კომპანია Apple-მა App Store-ის ციფრული მაღაზიიდან VK-ს პლატფორმები და მესენჯერი MAX-ი სრულად წაშალა. ამერიკული კორპორაციის განმარტებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა შესრულებას უკავშირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჰოლდინგი იმ პერიოდისთვის ოფიციალურ შავ სიაში არ ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია MAX-ი რუსეთის ბაზარზე გაყიდულ ყველა მობილურ ტელეფონსა და პლანშეტზე სავალდებულო წესით დასაინსტალირებელი პროგრამების სიაში შედის და ის სამთავრობო თვალთვალის მექანიზმს წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

28 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

28 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE