
ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთ - Netgazeti
სომხეთის მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის შეტანის პროცესს მალე დაიწყებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში, მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის განხილვისას განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის მარტში მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა.
პრემიერის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სომხეთში რეფერენდუმი აუცილებლად გაიმართება, თუმცა მისი ჩატარების კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.
„ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მეგობრულ ჟესტს, რომელსაც ძალიან ვაფასებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რეფერენდუმი სომხეთში აუცილებლად გაიმართება. საკითხავია დრო, თუმცა დრო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორგანიზაციული თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე, 2025 წლის ივლისში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ევროკავშირის წევრობა სურს და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღება სწორედ ამ მიზანს უკავშირდება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge