მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა TEMU €200 მილიონით დააჯარიმა - რა გახდა მიზეზი?
ევროკავშირმა TEMU €200 მილიონით დააჯარიმა - რა გახდა მიზეზი?

ევროკავშირმა TEMU €200 მილიონით დააჯარიმა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE28 მაისი, 2026, 21:34|bm.ge

ევროკომისიამ ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი Temu €200 მილიონით ($217 მლნ.) დააჯარიმა.

არსებული ინფორმაციით, სანქციის დაკისრების მიზეზი ევროპის ბაზარზე არალეგალური და სახიფათო პროდუქციის გავრცელების აღკვეთის ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა. კომპანიამ საკუთარ პლატფორმაზე წუნიანი ელექტრო მოწყობილობები და ბავშვებისთვის სახიფათო სათამაშოების განათავსა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ეს ჯარიმა ევროკავშირის "ციფრული მომსახურების აქტის" შექმნის შემდეგ დაკისრებული ყველაზე მსხვილი სანქციაა. მანამდე ყველაზე მაღალი ჯარიმა €120 მილიონის ($130 მლნ) ოდენობით ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს გამჭვირვალობის დარღვევის გამო დაეკისრა.

როგორც ირკვევა, ევროკომისიამ ჯარიმის მოცულობა Temu-ს 2025 წლის შემოსავლის მიხედვით განსაზღვრა. საუბარია €53 მილიარდ ($57 მლრდ) ევროზე. აღსანიშნი ფაქტია, რომ ევროპულმა უწყებამ მაქსიმალურ ზღვარზე, გლობალური ბრუნვის 6%-ზე ბევრად დაბალი ფინანსური სანქცია გამოიყენა, თუმცა კომპანია გააფრთხილა, რომ დანაშაულის განმეორება გაცილებით მკაცრ რეაქციას გამოიწვევს.

ევროკავშირის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, ჰენა ვირკუნენის განცხადებით, ევროპულ ბაზარზე შესვლის პირველი აუცილებელი ნაბიჯი რისკების სწორი შეფასებაა. მისი თქმით, ყველა კომპანიას უნდა ესმოდეს, რომ ევროპულ სახელმწიფოებში უხარისხო და საფრთხის შემცველ პროდუქციას ვერ გაყიდის.

რაც შეეხება ჩინური პლატფორმის პოზიციას, Temu ევროკომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დაკისრებულ ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ეს სანქცია 2024 წელს მომხდარი ფაქტის პირველად შეფასებას ეფუძნება და ის სისტემის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს. როგორც ირკვევა, კომპანიაში ყველა არსებულ სამართლებრივ გზას განიხილავენ, რათა გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

ცნობისთვის, ელექტრონული კომერციის პოპულარული ჩინური პლატფორმა Temu საერთაშორისო კონგლომერატ PDD Holdings-ს ეკუთვნის და მისი სათავო ოფისი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მდებარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE