მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა
ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა

ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი მკაცრ რეგულაციებს დაუქვემდებარა

BM.GE31 აგვისტო, 2026, 23:31|bm.ge

ევროკომისიამ ChatGPT-ი, Reddit-ი და Roblox-ი ონლაინ სერვისების ყველაზე მკაცრ მარეგულირებელ რეჟიმში მოაქცია. როგორც ირკვევა, ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში, მარეგულირებელმა ChatGPT-ს მსხვილი ონლაინ საძიებო სისტემის, ხოლო Reddit-სა და Roblox-ს მსხვილი ონლაინ პლატფორმების სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით, ამერიკული სერვისები ევროკომისიის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ მოექცა, რაც მათ სისტემური რისკების შეფასებასა და შემცირებას ავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებს ახალ წესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ოთხთვიანი ვადა განესაზღვრათ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასახელებულ სუბიექტებს გლობალური წლიური შემოსავლის 6%-მდე ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. ეს მკაცრი რეჟიმი ევროკავშირის ტერიტორიაზე 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლის მქონე სერვისებზე ვრცელდება. ცნობისთვის, ამ ეტაპზე ევროკომისიის მკაცრ ზედამხედველობას ჯამში 28 პლატფორმა და საძიებო სისტემა ექვემდებარება.

ევროპაში Roblox-ის გენერალურმა მენეჯერმა, იუსტ ჰაგესტეინმა განაცხადა, რომ კომპანია ევროკომისიასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას გააგრძელებს და უსაფრთხოებას უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. რაც შეეხებათ OpenAI-ს და Reddit-ს, მათ ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE